დავით ზალკალიანი: ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები

აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის დაკეტვის საკითხს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით ქართულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ უკვე გადადგა […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თორმეტი ახალი ავიამიმართულება დაემატა

„მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოვაწერეთ კომპანია Wizz air-თან 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია Wizz Air-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. შეთანხმების შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში – […]

ნათია თურნავა: 10 წელიწადში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩანაცვლდება

„ჩვენი მიზანია, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდუსტრიული ჯგუფი „I-Group”-ის მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაში.მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. „ჩვენ ვაშენებთ […]

ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა 26 და 27 ივნისს ქალაქ ერევანში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობის, ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმის  და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ასევე,  მოუსმინეს […]

გერიატრიის საკითხებს სიმპოზიუმი მიეძღვნა

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ კერძო კოლეჯების საექთნო ფაკულტეტების მასწავლებლები. ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სიმპოზიუმის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები გერიატრიული პაციენტის მდგომარეობის შეფასების, მოვლისა და მკურნალობის სიახლეების შესახებ. პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა, დოქტორმა ბერნჰარდ ჰაიმბახმა და პროფესორმა ინეს  ჰიმმელსბახმა ყურადღება გაამახვილეს მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე გერიატრიული პაციენტის მოვლაში და დაასახელეს ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც თან სდევს ასაკის მატებას. პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა […]

შინმოვლის სერვისი 185 000 ადამიანს სჭირდება, მომსახურებით კი მხოლოდ 5% სარგებლობს

დღეისათვის, ბენეფიციარებს შინმოვლის მომსახურებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით აწვდიან. თუმცა, ის ძირითადად სოციალურად დაუცველი თემისთვის არის განკუთვნილი. შინმოვლის სერვისს სახელმწიფო ფრაგმენტულად აფანინასებს (სერვისი გათვალისწინებულია პალიატიური ზრუნვის პროგრამაში) და ჯანდაცვის პროგრამებში თითქმის არ არის გათვალისწინებული. როგორც „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი  გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, დღეისათვის, საერთო ჯამში, შინმოვლის სერვისით ბენეფიციარების მხოლოდ 5 პროცენტი სარგებლობს (კარიტასი […]

Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს

პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, ჰონორართან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, დასაზუსტებელია მხოლოდ კონცერტის ჩატარების ადგილი. კომპანიამ ჯგუფს ორი ადგილმდებარეობა შესთავაზა და დასტურს ჯგუფის მენეჯერების მხრიდან ელოდებიან. ადგილის შერჩევის შემდეგ ცნობილი გახდება კონცერტის ჩატარების ზუსტი თარიღიც. ჯგუფი საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა. მასშტაბური ტურნეს ფარგლებში ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობს. ევროპის კონტინენტზე საქართველო იქნება ბოლო ქვეყანა, […]

ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი შორდებიან

წყვილმა საჯარო განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელა: „გვინდა სიახლე გაგიზიაროთ. ჩვენ განქორწინება გადავწყვიტეთ. ერთმანეთი დიდ ხანს გვიყვარდა და ერთად ჯადოსნური მოგზაურობა მოვუწყვეთ, არაფერი შეცვლილა. ერთმანეთი ისევ გვიყვარს, თუმცა ამ სიყვარულს უკვე სხვადასხვა გზებით მივყავართ. გადაწყვეტილების მოტოვი არც საიდუმლო და არც უსიამოვნო მოვლენაა. უბრალოდ ორი მეგობარი მივხვდით, რომ დადგა დრო ერთმანეთს ბედნიერების ძებნაში დავეხმაროთ. ჩვენ მოსიყვარულე […]

1-ელ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე The Chemical Brothers კონცერტს გამართავს

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი The Chemical Brothers, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან. The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს […]

ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე

„არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს. ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, რომ ვიაროთ სრულყოფილების კიბეზე – ეს აუცილებელია.ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ იმისთვის რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი […]