TBC ბანკი ტრანზაქციებზე საკომისიო გადასახადებს აორმაგებს

გაზრდილი ტარიფები შეეხებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. დღევანდელი მდგომარეობით, ტრანზაქციებზე საკომისიო გადასახადი 50 თეთრია, 18 აპრილიდან კი ერთი ლარი გახდება.
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს

Express Online-ის მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარი სურვილისამებრ განალაგოს ინტერნეტბანკის ფუნქციები და მიიღოს სწორედ ისეთი ინტერნეტბანკი, რომელიც ყველაზე მეტად მოერგება თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს. Express Online-ი უფრო სწრაფადაც იტვირთება. სისწრაფეს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ გადახდის ღილაკზე მხოლოდ ერთხელ დაჭერით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე გადასახადის გადახდა და გადარიცხვის შესრულება, ასევე მობილურის ბალანსის შევსება პროვაიდერის მითითების გარეშე. Express Online-ი გამოირჩევა […]
„პროკრედიტ ბანკი“ მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება

„პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი ასმუს როტნე: „ბანკის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და შედეგად მთელი რესურსები მიიმართება მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე, მათთვის დახვეწილი და სრულყოფილი საბანკო სერვისების შეთავაზებაზე. ბანკი თვლის, რომ ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ბიზნესის სწრაფად გაფართოებასთან ერთად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.“ 2014 წელს […]