„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს

Express Online-ის მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარი სურვილისამებრ განალაგოს ინტერნეტბანკის ფუნქციები და მიიღოს სწორედ ისეთი ინტერნეტბანკი, რომელიც ყველაზე მეტად მოერგება თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს.

Express Online-ი უფრო სწრაფადაც იტვირთება. სისწრაფეს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ გადახდის ღილაკზე მხოლოდ ერთხელ დაჭერით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე გადასახადის გადახდა და გადარიცხვის შესრულება, ასევე მობილურის ბალანსის შევსება პროვაიდერის მითითების გარეშე.

Express Online-ი გამოირჩევა დაცვის ყველაზე უსაფრთხო სისტემით, მათ შორის 120 ბიტიანი დაცვის სერთიფიკატით. ინტერნეტბანკში შესვლა კი მარტივია: ამისთვის შესაძლებელია იმავე სახელისა და პაროლის გამოყენება, რომლითაც მომხმარებელი ibank.ge-ზე და მობილბანკში შესვლისას სარგებლობს. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს საქართველოს ბანკის ინტრნეტბანკით, საკმარისია ეწვიოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, სადაც მას მომხმარებლის სახელსა და პაროლს გადასცემენ. Express Online-ში შესვლა ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერიდან არის შესაძლებელი.

Express Online-ით ასევე შესაძლებელია “საქართველოს ბანკის” ახალი შეთავაზებით სარგებლობა – მობილურის, დენის, გაზის, წყლის, დასუფთავების, ინტერნეტის, საკაბელოსა და სახლის ტელეფონის ბალანსის შევსება Express ქულებით. Express ქულები უგროვდებათ საქართველოს ბანკის Express Card-ის მფლობელებს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათით შესრულებულ ყველა ოპერაციაზე. Express Online-ით შესაძლებელია როგორც დაგროვილი Express ქულების რაოდენობის გადამოწმება, ისე მათი მობილურის ბალანსში ან კომუნალური მომსახურების საფასურში გადაცვლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *