ქართული ღვინო ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში წარადგინეს

ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში გაიმართა. პრეზენტაცია, დეგუსტაციებთან ერთად, ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის შესახებ სემინარს მოიცავდა. ღონისძიებებს ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდა. აღნიშნული პრეზენტაციები დაფინანსებული იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’ იყო. ქართული ღვინის წარდგენას ქართველი ღვინის მწარმოებლები, ადგილობრივი […]

ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა 26 და 27 ივნისს ქალაქ ერევანში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობის, ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმის  და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ასევე,  მოუსმინეს […]

14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოში

ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე კომპლექსი „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰა მიწის ფართობზე ააშენა. კომპლექსი მზის, ერთსივრციანი სათბურების და სხვა დამხმარე ნაგებობების – სულ 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. […]

SES-ის 5 წლის იუბილე საქართველოში

ღონისძიება 2017 წლის 28 მარტს, თბილისში, „კაფე მუზეუმში“ გაიმართა და მას წამყვანი მედიასაშუალებების, საკომუნიკაციო კომპანიებისა და სხვა ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება დაიწყო ოფიციალური გამოსვლებით, რასაც მოჰყვა საინტერესო გასართობი პროგრამა და პარტნიორებს შორის საქმიანი კონტაქტების გაცვლა.ღონისძიება გაიხსნა SES-ისა და მაგთიკომის მაღალი თანამდებობის პირების ოფიციალური გამოსვლებით: ჰაკან სიოდინი, SES-ის რეგიონალური გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და […]

კომპანია „Bosch”-მა თბილისში წარადგინა 2018 წლის მისი საქმიანობის შედეგები

ბატონი ჰანსიურგენტ ოვერშტოლცის თქმით, 2018 საფინანსო წელს დსთ-ს ქვეყნებში, უკრაინაში და საქართველოში ტექნოლოგიების და მომსახურებების მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მიმწოდებლის, – “Bosch”-ის ჯგუფის ბრუნვამ შეადგინა 1,2 მლრდ. ევრო. «ზოგადად, 2016 წელს Bosch-ის კომპანიების ჯგუფმა კვლავ გამოაშკარავა გაყიდვების ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ბრუნვა გაიზარდა 3.5%-ით, – 73,1 მლრდ. ევრომდე. სავალუტო კურსების კორექტირების შემდეგ გაყიდვების ზრდამ მიაღწია 5.4%-ს. გაყიდვების […]