ინგლისურენოვანი ქვეყნების ტუროპერატორები NATIONAL GEOGRAPHIC-თან ერთად საქართველოში სამოგზაურო პროგრამას იწყებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული უმსხვილესი ტუროპერატორი MIR Corporation, რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ტურისტები ამერიკიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან შემოჰყავს, იწყებს […]
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თორმეტი ახალი ავიამიმართულება დაემატა
„მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოვაწერეთ კომპანია Wizz air-თან 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია Wizz Air-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. შეთანხმების შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში – […]
APG Georgia-მ ავია სააგენტოებისთვის ახალი პროდუქტის დანერგვა დაიწყო
„APG IET არის ინტერლაინ ელექტრონული გაბილეთების პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია Heli Air Monaco (YO-747)-სთან პარტნიორობით. ინტერლაინი წარმოადგენს ხელშეკრულებას ავიაკომპანიებს შორის, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს მარშრუტი სხვადასხვა ავიაკომპანიის რამდენიმე სეგმენტზე ერთდროულად დაგეგმოს. APG IET პროგრამაში მონაწილეობით ავია სააგენტოებს შესაძლებლობა ეძლევათ YO-747 ბლანკზე გამოწერონ 90-ზე მეტი ავიაკომპანიის ბილეთი. ეს სერვისი ტურისტული სააგენტოების გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის.“ – განაცხადა APG […]
ავიაკომპანია „Flydubai“ ფრენებს ბათუმის მიმართულებით იწყებს
სააგენტოსთვის მოწოდებული განაცხადის მიხედვით, რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს „Boeing 737-800“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებს სააგენტოსთან და „ტავ ჯორჯია ბათუმთან“ ნებართვის მინიჭებისა და აეროპორტის დროის განრიგების (სლოტების) გამოყოფის საკითხებზე. „Flydubai“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. ავიაგადამზიდველი სტაბილურად ოპერირებს დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე და 2016 წლის […]
“ეარ კაიროს” შემოსვლამ ეგვიპტის ტურების ღირებულება შეამცირა
ეგვიპტური ავიახაზების „ეარ კაირო“-ს საქართველოში შემოსვლა „ინტერკო ტრეველ ჯგუფი“-ს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა პირდაპირი, რეგულარული რეისების განხორციელება, რომელიც იქნებოდა სტაბილურობის და ავიაბილეთების ხელმისაწვდომობის გარანტიც, რაც საერთო ჯამში ტურ-პაკეტებსაც გააიაფებდა. საერთაშორისო იმიჯისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, ეგვიპტურ ავიაკომპანიებს შორის პარტნიორად “ეარ კაირო” შეარჩიეს, ხოლო ის ფაქტი, რომ ფრენები ხელმისაწვდომია […]