ავიაკომპანია „Flydubai“ ფრენებს ბათუმის მიმართულებით იწყებს

სააგენტოსთვის მოწოდებული განაცხადის მიხედვით, რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს „Boeing 737-800“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებს სააგენტოსთან და „ტავ ჯორჯია ბათუმთან“ ნებართვის მინიჭებისა და აეროპორტის დროის განრიგების (სლოტების) გამოყოფის საკითხებზე.

„Flydubai“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. ავიაგადამზიდველი სტაბილურად ოპერირებს დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე და 2016 წლის შეჯამებული მონაცემებით, მისი წილი საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით 6%-ია. რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს და მგზავრებს ოთხმოცდაათამდე საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *