შპს საგამომცემლო სახლი “ინოვაცია” 2004 წლის აპრილში დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სარედაქციო-საგამომცემლო, სარეკლამო და პოლიგრაფიული საქმიანობა. “ინოვაცია”, უმთავრესად, ეკონომიკური (საგადასახადო, საბუღალტრო, საბაჟო, მარკეტინგის სფერო) და სამართლებრივი პროფილის ლიტერატურის გამოცემაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, იგი ნებისმიერი ხასიათის ლიტერატურის მომზადებასა (აწყობა, დაკაბადონება, კორექტირება, რედაქტირება, დიზაინი) და პოლიგრაფიულ უზრუნველყოფას (იგულისხმება როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ბეჭდვა) ახორციელებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს, მისაღებ ფასებსა და ოპერატიულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიას აქვს საკუთარი სტამბა, სადაც სხვადასხვა სახის პოლიგრაფიული პროდუქცია იბეჭდება.