APG Georgia-მ ავია სააგენტოებისთვის ახალი პროდუქტის დანერგვა დაიწყო

„APG IET არის ინტერლაინ ელექტრონული გაბილეთების პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია Heli Air Monaco (YO-747)-სთან პარტნიორობით. ინტერლაინი წარმოადგენს ხელშეკრულებას ავიაკომპანიებს შორის, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს მარშრუტი სხვადასხვა ავიაკომპანიის რამდენიმე სეგმენტზე ერთდროულად დაგეგმოს. APG IET პროგრამაში მონაწილეობით ავია სააგენტოებს შესაძლებლობა ეძლევათ YO-747 ბლანკზე გამოწერონ 90-ზე მეტი ავიაკომპანიის ბილეთი. ეს სერვისი ტურისტული სააგენტოების გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის.“ – განაცხადა APG Georgia-ს ხელმძღვანელმა ია ხომერიკმა.

მენეჯმენტში აცხადებენ, რომ APG IET-ის ფარგლებში გაბილეთება შესაძლებელია როგორც ნებისმიერი გლობალური გაყიდვების სისტემიდან, ისე იმ ავიაკომპანიიდან, რომელსაც გლობალური გაყიდვის სისტემა არ გააჩნია. APG IET – პროგრამის ფარგლებში ანგარიშსწორება ასევე შესაძლებელია ნებისმიერი საკრედიტო ბარათით, რომელიც მოქმედებს ადგილობრივ ბაზარზე.

„APG Georgia 2012 წელს დაარსდა და მისი მიზანი საქართველოში ავია ბიზნესის განვითარებაა. ჩვენი კომპანია ავიაკომპანიებსა და ავია სააგენტოებს განსაკუთრებულ, ინოვატორულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. APG-ი ქმნის პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს მინიმუმამდე დაიყვანოს ადმინისტრაციული ხარჯი ერთ პარტნიორთან თანამშრომლობით.“ – განაცხადა ია ხომერიკმა.

როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, APG Georgia საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს ისეთი კომპანიების გენერალურ სავაჭრო აგენტს როგორებიცაა – Heli Air Monaco, Egyptair, Estonian Air, British Airways World Cargo. ასევე, IBCS-ის პროგრამის ფარგლებში, წარმოადგენს ავიაკომპანიებს – UTair, Arkia Israeli Airlines, Air Onix, Heli Air Monaco.

ახალი სერვისის პრეზენტაცია კომპანიის წარმომადგენლებმა 20 იანვარს გამართეს. პრეზენტაციას 120 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *