• მთავარი
  • სიახლეები
    • ბანკები და ფინანსები
    • ბიზნესი
    • დაუხარისხებელი
    • კანონმდებლობა
    • პოლიტიკა
    • ჟურნალი
    • საზოგადოება
    • სოფლის მეურნეობა
    • ტურიზმი
    • უძრავი ქონება
    • შოუ ბიზნესი
  • ინოვაცია
  • არქივი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • English
  • მთავარი
  • სიახლეები
    • ბანკები და ფინანსები
    • ბიზნესი
    • დაუხარისხებელი
    • კანონმდებლობა
    • პოლიტიკა
    • ჟურნალი
    • საზოგადოება
    • სოფლის მეურნეობა
    • ტურიზმი
    • უძრავი ქონება
    • შოუ ბიზნესი
  • ინოვაცია
  • არქივი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • English
No Result
View All Result
ბიზნესი და კანონმდებლობა
No Result
View All Result

14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოში

ilona by ilona
12/09/2019
in ბიზნესი
0
14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოში

ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე კომპლექსი „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰა მიწის ფართობზე ააშენა. კომპლექსი მზის, ერთსივრციანი სათბურების და სხვა დამხმარე ნაგებობების – სულ 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ეს კი, რეალური წინაპირობაა იმისა, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა წარმოება გაზარდონ, მიიღონ მეტი შემოსავალი და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა. საბოლოოდ, ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოების ზრდა აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსის გამოსწორების საშუალებას მოგვცემს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სადემონსტრაციო სათბურებში ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლის, ასევე დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ აღნიშნა, ნათელია ის პოზიტიური შედეგები, რასაც აღნიშნული სათბურების შექმნით ადგილობრივ ფერმერები იღებენ. მათ საშუალება აქვთ ისწავლონ ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა შეძლონ მეტი მოსავლის მიღება. წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა კი, საშუალებას მისცემს საქართველოს ბოსტნეულის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ჩინური მხარე მზად არის საქართველოს გაუზიაროს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით ჩინეთს აქვს.

ქვემო ქართლის გუბერნატორის, პაატა ხიზანაშვილის თქმით, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სათბურების არსებობა, რადგან ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ ფერმერებს გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ნაკლები დანახარჯებით მეტი შემოსავლის მიღება შეძლონ.

ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა და პროექტისათვის 20 მილიონი იუანი განისაზღვრა. ,,ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს სოფლის მეურნეობის დარგში ადამიანური რესურსების განვითარების და ფერმერთა გადამზადების კუთხით. საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“ 300-მდე ადგილობრივი ფერმერისთვის საქართველოსა და ჩინეთში 6 სასწავლო კურსი ჩაატარა.

შულავერში მდებარე სათდემონსტრაციო სათბურები სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა დაათვალიერეს.

Previous Post

SES-ის 5 წლის იუბილე საქართველოში

Next Post

“ეარ კაიროს” შემოსვლამ ეგვიპტის ტურების ღირებულება შეამცირა

Next Post
“ეარ კაიროს” შემოსვლამ ეგვიპტის ტურების ღირებულება შეამცირა

"ეარ კაიროს" შემოსვლამ ეგვიპტის ტურების ღირებულება შეამცირა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result
  • ბიზნესი და კანონმდებლობა ივლისი-დეკემბერი, 2020 წელი, N2
  • ბიზნესი და კანონმდებლობა ივნისი, 2020 წელი, N1
  • საქართველოს “კარიტასი” პროფესიული განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
  • ბიზნესი და კანონმდებლობა აგვისტო, 2019 წელი, N2
  • „საქართველოს კარიტასი“ – ქველმოქმედების 25 წელი
    • დეკემბერი 2020
    • აგვისტო 2020
    • თებერვალი 2020
    • დეკემბერი 2019
    • ნოემბერი 2019
    • აგვისტო 2019
    • ივლისი 2019
    • ივნისი 2019
    • დეკემბერი 2018
    • აგვისტო 2018
    • ბანკები და ფინანსები
    • ბიზნესი
    • დაუხარისხებელი
    • კანონმდებლობა
    • პოლიტიკა
    • ჟურნალი
    • საზოგადოება
    • სოფლის მეურნეობა
    • ტურიზმი
    • უძრავი ქონება
    • შოუ ბიზნესი
    • შესვლა
    • ჩანაწერების არხი
    • კომენტარების არხი
    • WordPress.org
    • MainGe
    • არქივი
    • ინოვაცია
    • კონტაქტი
    • პირადი ინფორმაცია
    • ჩვენ შესახებ

    © 2021 ბიზნესი და კანონმდებლობა

    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • სიახლეები
      • ბანკები და ფინანსები
      • ბიზნესი
      • დაუხარისხებელი
      • კანონმდებლობა
      • პოლიტიკა
      • ჟურნალი
      • საზოგადოება
      • სოფლის მეურნეობა
      • ტურიზმი
      • უძრავი ქონება
      • შოუ ბიზნესი
    • ინოვაცია
    • არქივი
    • კონტაქტი
    • ჩვენ შესახებ
    • English

    © 2021 ბიზნესი და კანონმდებლობა