• მთავარი
  • სიახლეები
    • ბანკები და ფინანსები
    • ბიზნესი
    • დაუხარისხებელი
    • კანონმდებლობა
    • პოლიტიკა
    • ჟურნალი
    • საზოგადოება
    • სოფლის მეურნეობა
    • ტურიზმი
    • უძრავი ქონება
    • შოუ ბიზნესი
  • ინოვაცია
  • არქივი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • English
  • მთავარი
  • სიახლეები
    • ბანკები და ფინანსები
    • ბიზნესი
    • დაუხარისხებელი
    • კანონმდებლობა
    • პოლიტიკა
    • ჟურნალი
    • საზოგადოება
    • სოფლის მეურნეობა
    • ტურიზმი
    • უძრავი ქონება
    • შოუ ბიზნესი
  • ინოვაცია
  • არქივი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • English
No Result
View All Result
ბიზნესი და კანონმდებლობა
No Result
View All Result

„პროკრედიტ ბანკი“ მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება

ilona by ilona
12/09/2019
in ბანკები და ფინანსები
0
„პროკრედიტ ბანკი“ მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება

„პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი ასმუს როტნე: „ბანკის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და შედეგად მთელი რესურსები მიიმართება მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე, მათთვის დახვეწილი და სრულყოფილი საბანკო სერვისების შეთავაზებაზე. ბანკი თვლის, რომ ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ბიზნესის სწრაფად გაფართოებასთან ერთად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.“

2014 წელს ბანკის დასახული კურსისა და სტრატეგიის შესაბამისად მოხდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ფილიალების ქსელის ოპტიმიზაცია და განახლება. ჩამოყალიბდა სამი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი, სამ სტრატეგიულ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებს მიენიჭათ რეგიონალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილიალებში მომუშავე ბიზნეს მრჩეველები მოემსახურებიან არა მხოლოდ თავიან ქალაქებს, არამედ ახლომდებარე რეგიონებსაც და ბიზნეს მრჩევლები ადგილზე გაუწევენ კლიენტებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.

განსაკუთრებული ყურადღება 2014 წელს კლიენტებისთვის დახვეწილი, კომფორტული და მოსახერხებელი დისტანციური სერვისების შეთავაზებაზე გაკეთდა. მიმდინარე წელს განახლებული ყველა ფილიალი აღიჭურვა თვითმომსახურების ზონით, რაც ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიიღონ დისტანციური მომსახურების სრული სერვისი.

განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახა 2014 წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე,
კლიენტთა მთლიანი სახსრები გაიზარდა 5%-ით და 592 მილიონი ლარი შეადგინა
მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7%-ით გაიზარდა და 760 მილიონი ლარი შეადგინა, 2014 წლის წმინდა მოგებამ კი 24 მილიონი ლარი (13 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 21%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ამონაგები საკუთარ კაპიტალზე (ROE) 16%-ია.

საერთო ჯამში, 2014 წელი “პროკრედიტ ბანკი საქართველო”–სთვის მორიგი წარმატებული წელიწადი იყო და იგი კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი საბანკო მომსახურების გაწევას ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის.

2015 წელს იგეგმება ბაზრის წილის ზრდა ბანკის ძირითადი საორიენტაციო სეგმენტის გათვალისწინებით. საკრედიტო პორტფელის ზრდასთან ერთად, იგეგმება ბანკის მოზიდული სახსრების ზრდა ბიზნეს სეგმენტში.

2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ პროკრედიტ ბანკი მომხარებლებს ინოვაციურ საბანკო მომსახურებებს შესთავაზებს, რომელზე მუშაობაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. გვსურს ჩვენმა კლიენტებმა უფრო მეტი დამოუკიდებლობა იგრძნონ საბანკო მომსახურების შესრულებისას და თავადაც შეძლონ გარკვეული ოპერაციების განხორციელება მათთვის ხელსაყრელ პირობებში, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

თვითმომსახურების სივრცის გაფართოება და უფრო მეტი სერვისების ხელმისაწვდომობა 2015 წლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რისთვისაც ბანკი ტექნოლოგიურ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს.

Previous Post

რატომ გარბის ივანიშვილი?!

Next Post

„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს

Next Post
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს

„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No Result
View All Result
  • ბიზნესი და კანონმდებლობა ივლისი-დეკემბერი, 2020 წელი, N2
  • ბიზნესი და კანონმდებლობა ივნისი, 2020 წელი, N1
  • საქართველოს “კარიტასი” პროფესიული განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
  • ბიზნესი და კანონმდებლობა აგვისტო, 2019 წელი, N2
  • „საქართველოს კარიტასი“ – ქველმოქმედების 25 წელი
    • დეკემბერი 2020
    • აგვისტო 2020
    • თებერვალი 2020
    • დეკემბერი 2019
    • ნოემბერი 2019
    • აგვისტო 2019
    • ივლისი 2019
    • ივნისი 2019
    • დეკემბერი 2018
    • აგვისტო 2018
    • ბანკები და ფინანსები
    • ბიზნესი
    • დაუხარისხებელი
    • კანონმდებლობა
    • პოლიტიკა
    • ჟურნალი
    • საზოგადოება
    • სოფლის მეურნეობა
    • ტურიზმი
    • უძრავი ქონება
    • შოუ ბიზნესი
    • შესვლა
    • ჩანაწერების არხი
    • კომენტარების არხი
    • WordPress.org
    • MainGe
    • არქივი
    • ინოვაცია
    • კონტაქტი
    • პირადი ინფორმაცია
    • ჩვენ შესახებ

    © 2021 ბიზნესი და კანონმდებლობა

    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • სიახლეები
      • ბანკები და ფინანსები
      • ბიზნესი
      • დაუხარისხებელი
      • კანონმდებლობა
      • პოლიტიკა
      • ჟურნალი
      • საზოგადოება
      • სოფლის მეურნეობა
      • ტურიზმი
      • უძრავი ქონება
      • შოუ ბიზნესი
    • ინოვაცია
    • არქივი
    • კონტაქტი
    • ჩვენ შესახებ
    • English

    © 2021 ბიზნესი და კანონმდებლობა