1-ელ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე The Chemical Brothers კონცერტს გამართავს

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე.

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი The Chemical Brothers, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.

The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა – Block Rockin’ Beats, Hey Boy Hey Girl, Galvanize, The Salmon Dance, Do It Again, Swoon და სხვა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *