„არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს. ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, რომ ვიაროთ სრულყოფილების კიბეზე – ეს აუცილებელია.ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ იმისთვის რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი მისი. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ ჩვენ”, -აღნიშნა ილია მეორემ.