Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს

პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, ჰონორართან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, დასაზუსტებელია მხოლოდ კონცერტის ჩატარების ადგილი. კომპანიამ ჯგუფს ორი ადგილმდებარეობა შესთავაზა და დასტურს ჯგუფის მენეჯერების მხრიდან ელოდებიან. ადგილის შერჩევის შემდეგ ცნობილი გახდება კონცერტის ჩატარების ზუსტი თარიღიც.

ჯგუფი საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა. მასშტაბური ტურნეს ფარგლებში ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობს. ევროპის კონტინენტზე საქართველო იქნება ბოლო ქვეყანა, სადაც ამერიკული როკჯგუფი კონცერტს გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *