საქართველოს “კარიტასი” პროფესიული განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 12.7% იყო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2019 წლის სოციოლოგიურმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მოსახლეობის 48% აქტუალურ საკითხად სწორედ სამუშაო ადგილების უკმარისობას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევს. ამ ორი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლის შედარება გარკვეულ კითხვებს ბადებს. საინტერესოა, თუ რატომ […]

„საქართველოს კარიტასი“ – ქველმოქმედების 25 წელი

4 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიას” მე-3 პავილიონში საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასი“ ორგანიზაციის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას “კარიტასის” საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგები და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. გარდა ამისა, მოწვეულმა სტუმრებმა – სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის უცხოელმა და ადგილობრივმა პარტნიორებმა, დონორებმა, სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა, ორგანიზაციის თანამშრომლებმა მოისმინეს “კარიტასის” ბენეფიციარების ისტორიები, დაათვალიერეს ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და ორგანიზაციის მიერ […]

ქართული ღვინო ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში წარადგინეს

ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში გაიმართა. პრეზენტაცია, დეგუსტაციებთან ერთად, ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის შესახებ სემინარს მოიცავდა. ღონისძიებებს ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდა. აღნიშნული პრეზენტაციები დაფინანსებული იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’ იყო. ქართული ღვინის წარდგენას ქართველი ღვინის მწარმოებლები, ადგილობრივი […]

დღეიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. პირადობის ელექტრონული მოწმობა თანამედროვე, გაუყალბებელი, ევროპული დოკუმენტია. აქციის მიზანი საარჩევნო სიიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის […]

ინგლისურენოვანი ქვეყნების ტუროპერატორები NATIONAL GEOGRAPHIC-თან ერთად საქართველოში სამოგზაურო პროგრამას იწყებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული უმსხვილესი ტუროპერატორი MIR Corporation, რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ტურისტები ამერიკიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან შემოჰყავს, იწყებს […]