რატომ გაუჩინარდა ხარატიშვილი?!

შეიძლება განმეორება გამომივიდეს, მაგრამ ისევ ვიტყვი, რომ როცა ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალები მოდიან, ცესკო (მიტუმეტეს, მაპატიეთ და ათას რაღაცეებზე გადამხტარი “ნაციონალური” ცესკო) აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აბა გავიხსენოთ_ მაშინდელი ცესკოს თავმჯდომარე ქალბატონი ნანა დევდარიანი “ვარდების რევოლუციის” პირველივე დღეებში გადადგა თანანმდებობიდან. (თუ არ ვცდები, დევდარიანს ცესკოს წევრების მთელი შემადგენლობა მიჰყვა “მოქალაქე კავშირიდან”). მიუხედავად იმისა, რომ პირველ ოქტომბერს […]

ხარატიშვილის ინტრიგა “ნაციონალური” ბანის თანხლებით

სრულად ვეტანხმები ბატონ კახა კახიშვილს, რომ ხარატიშვილმა ამ ნაბიჯით საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინა.ჩემის მხრივ დავამატებდი, წინასაარჩევნო პროცესში დეზორგანიზაცია შეიტანა და სააკაშვილს კიდევ ერთი გაფართხალების საშუალება მისცა.თუმცა, ეს ჩვეულებრივ გაფართხალებაზე მეტი შეიძლება აღმოჩნდეს! დარწმუნებული ვარ, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა „ნაციონალების“ მხრიდან წინასწარ გათვლილ_გააზრებულია და იგი საზოგადოების ინტერესების ადექვატური ნამდვილად არ იქნება_საპროცედურო „ომი“შეიძლება ისე გაიწელოს, ცესკოს თავმჯდომარის […]

რა შუაშია ბურჯანაძე?!

ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ერთ არსებით დეტალზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას. ქვეყანაში მარგველაშვილის გაპრეზიდენტების პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც არჩევნების საერთო შედეგების – ვინ გავა “საპატიო” მეორე ადგილზე! მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალების” და მათი ტვინგადაბრუნებული მხარდამჭერების მთელი პიარ-მანქანა (ე.წ. შავ პიარს ვგულისხმობ) ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბურჯანაძემ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენოს […]