ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თორმეტი ახალი ავიამიმართულება დაემატა
![](https://b-k.ge/wp-content/uploads/2019/06/Kutaisi.jpg)
„მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოვაწერეთ კომპანია Wizz air-თან 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია Wizz Air-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. შეთანხმების შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში – […]
ნათია თურნავა: 10 წელიწადში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩანაცვლდება
![](https://b-k.ge/wp-content/uploads/2019/06/Turnava.jpg)
„ჩვენი მიზანია, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდუსტრიული ჯგუფი „I-Group”-ის მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაში.მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. „ჩვენ ვაშენებთ […]
ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა
![](https://b-k.ge/wp-content/uploads/2019/06/Erevan.jpg)
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა 26 და 27 ივნისს ქალაქ ერევანში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობის, ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ასევე, მოუსმინეს […]
გერიატრიის საკითხებს სიმპოზიუმი მიეძღვნა
![](https://b-k.ge/wp-content/uploads/2019/06/Geriatria-01.jpg)
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ კერძო კოლეჯების საექთნო ფაკულტეტების მასწავლებლები. ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სიმპოზიუმის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები გერიატრიული პაციენტის მდგომარეობის შეფასების, მოვლისა და მკურნალობის სიახლეების შესახებ. პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა, დოქტორმა ბერნჰარდ ჰაიმბახმა და პროფესორმა ინეს ჰიმმელსბახმა ყურადღება გაამახვილეს მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე გერიატრიული პაციენტის მოვლაში და დაასახელეს ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც თან სდევს ასაკის მატებას. პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა […]