webmaster

საქართველოს “კარიტასი” პროფესიული განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 12.7% იყო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2019 წლის სოციოლოგიურმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მოსახლეობის 48% აქტუალურ საკითხად სწორედ სამუშაო ადგილების უკმარისობას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევს. ამ ორი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლის შედარება გარკვეულ კითხვებს ბადებს. საინტერესოა, თუ რატომ …

საქართველოს “კარიტასი” პროფესიული განათლების ხელშეწყობას აგრძელებს Read More »

„საქართველოს კარიტასი“ – ქველმოქმედების 25 წელი

4 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიას” მე-3 პავილიონში საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასი“ ორგანიზაციის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას “კარიტასის” საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგები და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. გარდა ამისა, მოწვეულმა სტუმრებმა – სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის უცხოელმა და ადგილობრივმა პარტნიორებმა, დონორებმა, სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა, ორგანიზაციის თანამშრომლებმა მოისმინეს “კარიტასის” ბენეფიციარების ისტორიები, დაათვალიერეს ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და ორგანიზაციის მიერ …

„საქართველოს კარიტასი“ – ქველმოქმედების 25 წელი Read More »