„საქართველოს კარიტასი“ – ქველმოქმედების 25 წელი

4 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიას” მე-3 პავილიონში საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასი“ ორგანიზაციის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას “კარიტასის” საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგები და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.

გარდა ამისა, მოწვეულმა სტუმრებმა – სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის უცხოელმა და ადგილობრივმა პარტნიორებმა, დონორებმა, სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა, ორგანიზაციის თანამშრომლებმა მოისმინეს “კარიტასის” ბენეფიციარების ისტორიები, დაათვალიერეს ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ კამპანიას გაეცნენ.

საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი” ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას 1994 წლიდან ემსახურება. ორგანიზაციის მისია წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებითა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *