მამუკა ბახტაძე: ბახმაროში უნდა გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი

„ჩვენი მთავარი მიზანია, ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, საქართველოს სიამაყე და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში იყოს ოთხსეზონიანი კურორტი.

„ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა. ამასთან ერთად, ავიყვანთ ავსტრიელ ექსპერტებს, რომ მოხდეს განვითარების გეგმის ექსპერტიზა, რათა საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დავაპროექტოთ ეს კურორტი და ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ მარგალიტად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კურორტ ბახმაროში დღეს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2018“ იმართება.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *