დღეიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. პირადობის ელექტრონული მოწმობა თანამედროვე, გაუყალბებელი, ევროპული დოკუმენტია. აქციის მიზანი საარჩევნო სიიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის […]
ინგლისურენოვანი ქვეყნების ტუროპერატორები NATIONAL GEOGRAPHIC-თან ერთად საქართველოში სამოგზაურო პროგრამას იწყებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული უმსხვილესი ტუროპერატორი MIR Corporation, რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ტურისტები ამერიკიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან შემოჰყავს, იწყებს […]
დავით ზალკალიანი: ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები

აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის დაკეტვის საკითხს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით ქართულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ უკვე გადადგა […]