TBC ბანკი ტრანზაქციებზე საკომისიო გადასახადებს აორმაგებს

გაზრდილი ტარიფები შეეხებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. დღევანდელი მდგომარეობით, ტრანზაქციებზე საკომისიო გადასახადი 50 თეთრია, 18 აპრილიდან კი ერთი ლარი გახდება.

„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი ახალი ინტერნეტბანკით ისარგებლებს

Express Online-ის მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარი სურვილისამებრ განალაგოს ინტერნეტბანკის ფუნქციები და მიიღოს სწორედ ისეთი ინტერნეტბანკი, რომელიც ყველაზე მეტად მოერგება თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს. Express Online-ი უფრო სწრაფადაც იტვირთება. სისწრაფეს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ გადახდის ღილაკზე მხოლოდ ერთხელ დაჭერით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე გადასახადის გადახდა და გადარიცხვის შესრულება, ასევე მობილურის ბალანსის შევსება პროვაიდერის მითითების გარეშე. Express Online-ი გამოირჩევა […]

„პროკრედიტ ბანკი“ მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება

„პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი ასმუს როტნე: „ბანკის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და შედეგად მთელი რესურსები მიიმართება მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე, მათთვის დახვეწილი და სრულყოფილი საბანკო სერვისების შეთავაზებაზე. ბანკი თვლის, რომ ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ბიზნესის სწრაფად გაფართოებასთან ერთად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.“ 2014 წელს […]

რატომ გარბის ივანიშვილი?!

მრავალგზის დაგვისვამს კითხვა: რატომ ჩქარობს ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას და რატომ ტოვებს ქვეყანას ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში? ზოგი ამას დასავლეთის და საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც ივანიშვილი უკვე ვერ უმკლავდება! დანარჩენები კი თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა ფარული შეთანხმება იმალება, თუმცა, ვისთან არის მიღწეული ეს შეთანხმება, ბოლომდე გაურკვეველია. ამასთან, გაურკვეველია რა შედეგებით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები […]

რატომ გაუჩინარდა ხარატიშვილი?!

შეიძლება განმეორება გამომივიდეს, მაგრამ ისევ ვიტყვი, რომ როცა ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალები მოდიან, ცესკო (მიტუმეტეს, მაპატიეთ და ათას რაღაცეებზე გადამხტარი “ნაციონალური” ცესკო) აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აბა გავიხსენოთ_ მაშინდელი ცესკოს თავმჯდომარე ქალბატონი ნანა დევდარიანი “ვარდების რევოლუციის” პირველივე დღეებში გადადგა თანანმდებობიდან. (თუ არ ვცდები, დევდარიანს ცესკოს წევრების მთელი შემადგენლობა მიჰყვა “მოქალაქე კავშირიდან”). მიუხედავად იმისა, რომ პირველ ოქტომბერს […]

ხარატიშვილის ინტრიგა “ნაციონალური” ბანის თანხლებით

სრულად ვეტანხმები ბატონ კახა კახიშვილს, რომ ხარატიშვილმა ამ ნაბიჯით საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინა.ჩემის მხრივ დავამატებდი, წინასაარჩევნო პროცესში დეზორგანიზაცია შეიტანა და სააკაშვილს კიდევ ერთი გაფართხალების საშუალება მისცა.თუმცა, ეს ჩვეულებრივ გაფართხალებაზე მეტი შეიძლება აღმოჩნდეს! დარწმუნებული ვარ, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა „ნაციონალების“ მხრიდან წინასწარ გათვლილ_გააზრებულია და იგი საზოგადოების ინტერესების ადექვატური ნამდვილად არ იქნება_საპროცედურო „ომი“შეიძლება ისე გაიწელოს, ცესკოს თავმჯდომარის […]

რა შუაშია ბურჯანაძე?!

ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ერთ არსებით დეტალზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას. ქვეყანაში მარგველაშვილის გაპრეზიდენტების პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც არჩევნების საერთო შედეგების – ვინ გავა “საპატიო” მეორე ადგილზე! მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალების” და მათი ტვინგადაბრუნებული მხარდამჭერების მთელი პიარ-მანქანა (ე.წ. შავ პიარს ვგულისხმობ) ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბურჯანაძემ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენოს […]