. » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ტურიზმი : .
ნანახია: 940

flydubai-მ ბიზნეს-კლასის მომსახურება თბილისი-დუბაის მიმართულებაზეც აამოქმედა

.
დუბაიში ბაზირებული ავიკომპანია flydubai-მ 2014 წლის 28 იანვრიდან თბილისი-დუბაის მიმართულებაზე ბიზნეს-კლასის მომსახურება დაიწყო. უმაღლესი კლასის სერვისი ქართველ მგზავრებს საშუალებას აძლევს კვირაში ოთხჯერ flydubai-ს ბიზნეს-კლასის მომსახურებით ისარგებლონ რეისზე, რომელსაც კომპანია უახლესი ბოინგ 737-800 -ით ასრულებს.
flydubai-ს ბიზნეს-კლასი 12 სპეციალური და კომფორტული იტალიური ტყავისგან დამზადებული სავარძლისგან შედგება, რომელთა სიგანეც 1 მეტრია. საჰაერო ხომალდის რევოლუციური გასართობი სისტემა მაღალტექნოლოგიური 12.1 ინჩის ზომის სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი და 1,000 საათიან უწყვეტ გასართობ პროგრამას მოიცავს. ბიზნეს-კლასის მგზავრებს პერსონალური სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ, რომელსაც მაღალკვალიფიციური და სპეციალურად მომზადებული ეკიპაჟის წევრები უზრუნველყოფენ. მგზავრებს ფრენისას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძებისგან შემდგარი მრავალფეროვანი მენიუს დაგემოვნებაც შეუძლიათ.
ბიზნეს-კლასის მგზავრებს აეროპორტშიც განსაკუთრებული მომსახურება ელოდებათ, რაც მოიცავს პრიორიტეტულ სერვისს რეგისტრაციისას, სწრაფ საემიგრაციო სერვისს, ლოუნჯით სარგებლობას თბილისისა და დუბაის აეროპორტებში და ბარგის მიღების უპირატესობას ადგილზე ჩასვლისას.
„ბიზნეს-კლასის შეთავაზება თბილისიდან დუბაის მიმართულებაზე ჩვენი ვალდებულების ნაწილია, რაც მომხარებელებისთვის განსაკუთრებული პროდუქტის მიწოდებას და ნებისმიერი ტიპის სეგმენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გულისხმობს. flydubai ვითარდება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი წამყვანი ავიაკომპანია უდიდესი სამოგზაურო გამოცდილებისა და სერვისის მიწოდების მხრივ, რომლის დუბაიდან განხორციელებული ფრენებიც მაქსიმალურად კომფორტულია“, აცხადებს ავიაკომპანიის კომერციული ოპერაციების მთავარი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიჰუნ ეფენდი.
flydubai-ს ქსელი 35 ქვეყნის მასშტაბით 65 მიმართულებას მოიცავს. ამ მიმართულებების უმრავლესობაზე ბიზნეს-კლასის ფრენებს მანამდე არცერთი ავიაკომპანია არ ასრულებდა და ავიაკომპანია ამ მხრივაც პიონერად ითვლება.
2011 წლიდან თბილისი-დუბაის პირდაპირი მიმართულებით შესრულებული რეისი, რომელიც 3 საათსა და 10 წუთში სრულდება, მგზავრებს დასვენებისა და შოფინგისთვის საუკეთესო ადგილას გადაიყვანს. ქალაქი დამსვენებლებს სხვადასხვა მდიდრულ სასტუმროებსა და სავაჭრო მოლებს, მსოფლიოში ცნობილ რესტორნებს, მსოფლიოს უმაღლეს ნაგებობა - ბურჯ ხალიფას ხედებს, ოქროსფერ ქვიშებსა და უდაბნოს განუმეორებელ პეიზაჟებს სთავაზობს.
ქართველ მგზავრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ დუბაის აეროპორტით, რომელიც მათ 200-ზე მეტ ქვეყანასთან აკავშირებს. მათ შორისაა ისეთი პოპულარული მიმაართულებები როგორიცაა მალდივები და შრი-ლანკა.
ცნობისათვის: ფრენები თბილისი-დუბაის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ -სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას ხორციელდება. თბილისიდან ხომალდი რეისით FZ714 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 06:50 საათზე გაფრინდება და დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ 2-ში ადგილობრივი დროით 10:00-ზე დაეშვება, დუბაიდან კი რეისით FZ713 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ 2-დან 02:25საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 6:00 საათზე დაეშვება.

ბიზნეს-კლასის ბილეთის ფასი (ორი გზა) 1070 $-დან იწყება. ფასი 7 კგ ხელბარგს და 40 კგ ჩასაბარებელ ბარგს მოიცავს.
მეტი ინფორმაციის მიღება flydubai-ს ბიზნეს-კლასის სერვისზე შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვებით (+971 4 231 1000) ან ვებ გვერდიდან:www.flydubai.com/en/business/
www.flydubai.com/ru/business/



 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა