ავიაკომპანია flydubai აგვისტოში რეისების რაოდენობას ზრდის » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ტურიზმი : ავიაკომპანია flydubai აგვისტოში რეისების რაოდენობას ზრდის
ნანახია: 1139

 ავიაკომპანია flydubai აგვისტოში რეისების რაოდენობას ზრდის

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გახადოს მოგზაურობის პროცესი და რაც შეიძლება მეტი სურპრიზი შესთავაზოს საკუთარ მომხარებელს. ამ ეტაპზეც კომპანიამ გაითვალისწინა რა მგზავრთა გაზრდილი მოთხოვნა და მოგზაურთა გაზრდილი ნაკადი აგვისტოს თვეში თბილისი-დუბაი-თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზარდა.

დუბაი, როგორც ტურისტული და ბიზნეს ცენტრი ძალიან სწრაფად გადაიქცა ქართველებისთვის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად. დუბაი ქართველ ტურისტებს იზიდავს მისი უსასრულო ქვიშის სანაპიროებით და მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობით - ბურჯ ხალიფათი. რაც მთავარია, ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ flydubai-ს პირდაპირი რეისებით, მისი შეღავათიანი და დაბალი ტარიფებით და დროულად შესრულებული რეისის ხარჯზე დაზოგონ დრო, რომელსაც სასიამოვნო დასვენებისთვის გამოიყენებენ.

რეგულარი რეისები დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს სრულდება, ხოლო დამატებითი რეისები თბილისიდან დუბაის მიმართულებით 15 აგვისტოს იგეგმება და ამ დღეს ავიაკომპანია 3 რეისს შეასრულებს. 20 მაისს დუბაის სახელმწიფო ავიაკომპანია 2 რეისს უკვე თბილისის მიმართულებით განახორციელებს.

გაზრდილი რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება: თბილისიდან დუბაის მიმართულებით 15 აგვისტოს 03:10, 07:30 და 15:40 საათებზე შესრულდება, ხოლო 20 აგვისტოს რეისები დუბაის მეორე საერთაშორისო ტერმინალიდან თბილისი მიმართულებით 06:05 საათზე და 07:30 საათზე განხორციელდება.

ბილეთების შეძენა პარტნიორი კომპანიის დუბაი ჯის www.dubai.ge მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც ავიაკომპანიის ავტორიზებული დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანია დუბაი ჯი მომხმარებლებს ბილეთებთან ერთად სხვა მოგზაურობისთვის მნიშვნელოვან მომსახურებასაც სთავაზობს როგორიცაა სამოგზაურო პაკეტის შეძენა, დაზღვევა და სავიზო სერვისი.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა