flydubai მედინას მიმართულებით იწყებს ოპერირებას » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ტურიზმი : flydubai მედინას მიმართულებით იწყებს ოპერირებას
ნანახია: 1104

flydubai მედინას მიმართულებით იწყებს ოპერირებას
flydubai ოპერირების ქსელს სისტემატიურად ზრდის და აფართოებს. 25 ივლისიდან კომპანია მედინას მიმართულებით დაიწყებს ფრენების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ავიაკომპანიამ 15 ახალი მიმართულებით დანიშნა პირდაპირი რეისები. მედინა ავიაკომპანიის ქსელის 65 მიმართულება გახდება.

ამასთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ივლისის თვე იდეალური დროა მედინაში პირდაპირი ფრენების შესასრულებლად. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დუბაიდან მედინაში პირდაპირი რეისის დანიშვნაში დაგვეხმარნენ“.

ფრენები მედინას მიმართულებით დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან განხორციელდება. დანიშნულების ადგილი მედინას პრინც მუჰამედ ბინ აბდულაზიზის სახელობის აეროპორტი იქნება. ახალი რეისი ხელს შეუწყობს სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებს სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ სიდიდით მეორე წმინდა ქალაქში. „ახალი რეისი დაეხმარება მედინას სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ინახულონ მეგობრები და ოჯახის წევრები რამადანის ბოლო ორი კვირის მანძილზე, ან გაატარონ Eid Al-Fitr (3 დღიანი ზეიმი რამადანის დასრულების შემდეგ) გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში“- განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
საუდის არაბეთის სამეფოში პირდაპირ რეისებს flydubai კიდევ 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს. ესენია: რიადი, ჯედა, დამამი, აბბა, ქასიმი, ჰაილი, ტაბუკი, იანბუ და ტაიფი.

ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000), პარტნიორი კომპანია დუბაი ჯის (240 0808; 240 0909 ) მეშვეობით შეგიძლიათ.

დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს მგზავრებს მოუხსნას ყოველგვარი ბარიერები და სირთულეები, რომელსაც ისინი მგზავრობის პერიოდში შეიძლება წააწყდნენ. ავიაკომპანია თავისი მუდმივად მზარდი ქსელის გარშემო აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს და ამყარებს მათ შორის არსებულ კავშირებს.
2009 წლიდან, ოპერირების დაწყებიდან დღემდე ავიაკომპანიამ შექმნა:
• ოპერირების ქსელი, რომელიც 65 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის 15 ახალი მიმართულება 2013 წელს დაემატა;
• ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელება დაიწყო 44 ახალი მიმართულებით, სადაც მანამდე არცერთ ადგილობრივ ავიაგადამზიდავს პირდაპირი რეისი არ შეუსრულებია;
• flydubai-ს ავიაპარკი 30 თვითმფრინავისგან შედგება. 2016 წელს ავიაკომპანიას 50 ლაინერი ეყოლება.

ამას გარდა, ახალგაზრდა ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში და ეხმარება დუბაის მთავრობას ეკონომიკური გეგმების და ხედვების განხორციელებაში. ახალი მიმართულებების ათვისებით, flydubai ქმნის ახალ სავაჭრო და ტურისტულ შესაძლებლობებს და ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას უწყობს ხელს.
ავიაკომპანიის დამატებითი სერვისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.flydubai.com.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა