დუშანბე flydubai-ს ოპერირების ქსელის 33-ე ქვეყანა გახდა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ტურიზმი : დუშანბე flydubai-ს ოპერირების ქსელის 33-ე ქვეყანა გახდა
ნანახია: 1355

დუშანბე  flydubai-ს ოპერირების ქსელის 33-ე ქვეყანა გახდა
დუბაის ინოვაციურმა ავიაკომპანია flydubai-მ ტაჯიკეთის დედაქალაქის მიმართულებით პირველი საზეიმო რეისი შეასრულა.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა განაცხადა: „დღეს ჩვენი ავიაკომპანიისთვის ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან flydubai-მ თავისი ქსელის 33-ე ქვეყნის მიმართულებით დაიწყო ფრენების შესრულება. flydubai არაბეთის გაერთიანებული საემიროების პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც დუშანბეს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს რეისი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და სხვა ტიპის ურთიერთობების განვითარებას".

ხვალ დილით გაიტ ალ გაიტი დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში პირველ რეისს ნომრით FZ777 დახვდება, დუბაიში კი FZ778 რეისით გაემგზავრება.

გუშინ flydubai-მ უახლესი ბოინგ 737-800 მიიღო სიეტლის ქარხნიდან. flydubai-ს ავიაპარკში უკვე 29 თვითმფრინავი ირიცხება.

flydubai-მ დუშანბეში პირველი რეისის შესრულებით, მოვლენებით საკმაოდ დატვირთული თვე დაასრულა. ავიაკომპანიამ აპრილის თვეში ოპერირება სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის დედაქალაქის - ჯუბას და რუსეთის ფედერაციის ქალაქ - მინერალნიე ვოდის მიმართულებით დაიწყო. ავიაკომპანიის ქსელი 57 მიმართულებამდე გაიზარდა. ოპერირების ქსელი რუსეთს, უკრაინას, ცენტრალური აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ინდოეთის სუბკონტინენტის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებს მოიცავს.


flydubai დუშანბეს მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს - ყოველ სამშაბათს და პარასკევს, რეისი ნომრით FZ777 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 22.05 საათზე გაფრინდება და დუშანბეს აეროპორტში ადგილობრივი დროით 02.30 საათზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ778 დუშანბედან დუბაის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს და კვირას 04.50 საათზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 07.30 საათზე დაეშვება.

ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის და პარტნიორი ტურისტული სააგენტოს dubai.ge-ს მეშვეობით არის შესაძლებელი.


დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია flydubai 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი flydubai-მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50-ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება. flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორის განვითარებას და ყველა მგზავრს სთავაზობს ხელმისაწვდომი ტარიფებით ფრენას საკმაოდ ბევრი მიმართულებით. ავიაკომპანია ერთგულად ემსახურება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და კომფორტულ მოგზაურობას, მუდმივად ამცირებს რა ფრენის საფასურს, უკეთებს ოპტიმიზაციას ფრენების წარმადობას და მგზავრებს მეტ არჩევანს სთავაზობს. ტვირთების გადაზიდვა flydubai-მ 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო და თავისი ოპერირების ქსელის გარდა სხვა მიმართულებებსაც ემსახურება.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა