ზაფხულიდან Flydubai შრილანკას მიმართულებით რეისებს გააორმაგებს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ტურიზმი : ზაფხულიდან Flydubai შრილანკას მიმართულებით რეისებს გააორმაგებს
ნანახია: 1463

ზაფხულიდან Flydubai შრილანკას მიმართულებით რეისებს გააორმაგებს

დუბაის ინოვაციური და დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია Flydubai შრილანკაში 2013 წლის ზაფხულიდან კვირაში 14 რეისს შეასრულებს. ავიაკომპანია ამ ქვეყნის მიმართულებით რეისების რაოდენობას გააორმაგებს და ყოველდღიურად ორ ფრენას განახორციელებს.
სულ ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ მატალა რაჯაპაკსას (ჰამბონტატას) აეროპორტში პირველი საზეიმო ჩაფრენა განახორციელა, რითაც შრილანკას სიდიდით მეორე ქალაქის მიმართულებით კვირაში სამი რეისის დანიშვნა დააანონსა. საზეიმო ჩაფრენიდან ერთი კვირის შემდეგ, ავიაკომპანიამ შრილანკას მიმართულებით რეისების რაოდენობის გაორმაგება გადაწყვიტა. Flydubai 3 ივნისიდან კოლომბოს მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს, ჰამბანტონტატას მიმართულებით კი ყოველდღიური ფრენები დაემატება.
ზაფხულიდან Flydubai შრილანკას მიმართულებით რეისებს გააორმაგებს
Flydubai-ს კომერციულმა დირექტორმა, რომელიც საზეიმო ღონისძიებას უძღვებოდა, განაცხადა: „რეისების რაოდენობის გაზრდა პირდაპირი პასუხია იმ უზარმაზარი მოთხოვნისა, რომელიც ჩვენს ქსელში ამ მიმართულებაზე არსებობს. მოხარულნი ვართ, რომ ვიღებთ უშუალო მონაწილეობას ამ კუნძულის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებაში. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალი აეროპორტის პოტენციალმა და იმ შესაძლებლობებმა, რომელიც ახალდდანიშნულმა რეისმა შრილანკას და გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს მოუტანა“.
2012 წელს Flydubai-ს მეშვეობით შრილანკას მგზავრების 30% ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნების მგზავრებმა შეადგინა. რეისების მატებამ გააუმჯობესა ავიაგადამზიდავის რეისების დაკავშირების დროების განრიგი. ზაფხულში მომატებული რეისები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის შემდგომ განვითარებას.
Flydubai-ს ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნების ავიაგადამზიდავებს შორის ყველაზე ფართო ქსელი გააჩნია, რომელიც დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოიცავს. ავიაკომპანია რეგიონის 10 ქვეყნის 15 მიმართულებას ემსახურება, მათ შორის კოლომბოსა და ჰამბანტოტას.

Flydubai-მ სულ ახლახან რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით რეისების რაოდენობის გაორმაგება დააანონსა. 2013 წლის სექტემბრიდან ფლყდუბაი-ს ქსელს რუსეთის მიმართულებით ოთხი და უკრაინის მიმართულებით ორი ახალი რეისი დაემატება. კიევის მიმართულებით ყოველდღიურად ორი რეისი შესრულდება.
ავიაკოპმანიის ქსელი 60-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის და ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცეტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით.
„მადლობა მინდა გადავუხადო შრილანკის ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ულამაზეს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სასარგებლო, შესანიშნავ და ხელმისაწვდომ სერვისებს შევთავაზებთ“-განაცხადა აბაიდალამ.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა