Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  საქართველო მადრიდში ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

ტურიზმი : საქართველო მადრიდში ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას
ნანახია: 1874

საქართველო მადრიდში ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

2011 წლის 19-23 იანვარს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში გაიმართება ტურისტული გამოფენა FI TOUR 2011. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც 166 ქვეყნის10 644 კომპანია მონაწილეობს, 7 532 ჟურნალისტი ესწრება და საშუალოდ 124 700-მდე ვიზიტორი სტუმრობს.
აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ტურისტული კომპანიებიც. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UN WTO), სადაც აღნიშნავენ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების სწრაფ ტემპებს, რაც 2010 წელს საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდით აისახება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის შემდეგ UN WTO-ს რეგიონული კომისიის შეხვედრა და ფორუმი 2012 წელს საქართველოში გაიმართება. ღონისძიება ტურიზმის სფეროში ევროპის პოლიტიკის განსაზღვრას ემსახურება. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოს განიხილავს, როგორც “Green Tourism”-ისთვის საუკეთესო ადგილს. ასევე იგეგმება “აბრეშუმის გზის” პროექტის, როგორც ერთიანი ტურისტული პროდუქტის აღდგენა და პოპულარიზაცია.
21 იანვარს დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალიბ რიფაის შეხვედრა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელთან. შეხვედრის მიზანია 2011 წელს თანამშრომლობის საკითხების განსაზღვრა, ერთიანი ტურისტული პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა და საერთაშორისო ბაზრებზე გატანა.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა