სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

სოფლის მეურნეობა : სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება
ნანახია: 1264

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტირებული კვერცხის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

საქართველოში სასურსათო კვერცხის მოხმარება წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტ ცალს შეადგენს.

წინა ხელისუფლებას, კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სრული დარღვევით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ზეწოლით და დაშინების აპრობირებული მეთოდის გამოყენებით სასურსათო კვერცხისთვის ჩაკეტილი ჰქონდათ საზღვარი. შესაბამისად, ქვეყანაში მხოლოდ საინკუბაციო კვერცხი შემოდიოდა.

ახალი ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა კვერცხის იმპორტზე სრულიად უკანონო შეზღუდვა მოხსნა.

2013 წლის19 მაისს, მთავრობის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გავიდა ცვლილება სამსამთავრობო დადგენილებაში, კერძოდ #90-ში, #426-სა და #429-ში. აღნიშნული ცვლილება ძალაში 11 ივნისს შევიდა. გამკაცრდა ხარისხის კონტროლი მაღალი რისკის შემცველი პროდუქციის (მათ შორის კვერცხის) იმპორტზე; დადგინდა ამ პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, იმპორტისა და ტრანზიტის წესები. ხოლო #90-ე დადგენილებით განისაზღვრა კვერცხის მარკირების ვალდებულება, რაც მოიცავს კვერცხზე მისი დადების თარიღისა და მწარმოებელიქვეყნის დატანას, ასევე, განისაზღვრა კვერცხის ვარგისიანობის ვადა 30 დღით 0-დან 10 ცელსიუს გრადუსამდე პირობებში შენახვის დროს და 21 დღით ჩვეულებრივ პირობებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხის ვარგისიანობის ვადის დადგენის წესი მხოლოდ 2012 წლის აპრილში განისაზღვრა.

პირველ ეტაპზე (დეკემბერი - ივნისი), როდესაც კვერცხის იმპორტზე უკანონო შეზღუდვა მოიხსნა, ხოლო ახალი რეგულაციები ჯერ კიდევ არ იყო შესული ძალაში, ქვეყანაში იმპორტი გაიზარდა და ბაზარზე შემოვიდა 13,000,000 ცალი კვერცხი, აქედან, დიდი ნაწილი სასურსათო. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მარტო თბილისის მოსახლეობა დღეში, დაახლოებით, 1 მლნ ცალ კვერცხს მოიხმარს, ხოლო დანარჩენი საქართველოსიც ამდენივეს, აღმოჩნდება, რომ საქართველოში იმპორტირებულია მხოლოდ 7-8 დღის მარაგი. ქვეყანაში კვერცხის იმპორტის 700%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკანონო შეზღუდვების გაუქმებამ გამოიწვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიღების შემდეგ, იმპორტულ კვერცხს გაუჭირდება ადგილობრივ პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა, რადგან მინიმუმ 10-14 დღეა საჭირო ტრანსპორტირებისთვის და, შესაბამისად, ბიზნესრისკები გაზრდილია. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე იმპორტის ზრდის დიდმა მაჩვენებელმა ბოლო პერიოდში მკვეთრად დაიკლო, რაც კვერცხის ხარისხის მკაცრმა კონტროლმა განაპირობა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 9 თვის განმავლობაში ქსელიდან ამოიღო და გაანადგურა 700 ათას ცალზე მეტი ვადაგასული სასურსათო კვერცხი.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა