,,რთველი 2013“ -ის შტაბის ხელმძღვანელი მუკუზანში გლეხებს შეხვდა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

სოფლის მეურნეობა : ,,რთველი 2013“ -ის შტაბის ხელმძღვანელი მუკუზანში გლეხებს შეხვდა
ნანახია: 1189

,,რთველი 2013“ -ის შტაბის ხელმძღვანელი მუკუზანში გლეხებს შეხვდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუკუზანში ჩავიდნენ და შტაბის წევრებთან ერთად ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი რთველის ორგანიზაციული საკითხების განხილვა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შტაბის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების გაცნობა იყო. საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შტაბი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება რთველის პროცესის მოწესრიგებულად წარმართვაზე და წამოჭრილი საკითხების ოპერატიულ დარეგულირებაზე. ამოქმედდება ცხელიხაზი (2 47 01 01), რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება დაინტერესებულ პირებს.
წელს, რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, მუკუზანზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, რადგან, დასავლეთის მომხმარებლებისაგან განსხვავებით, რუსეთში ღვინო ,,მუკუზანს“ კარგად იცნობენ და დიდი ინტერსით ელიან. სავარაუდოდ, სოფელ მუკუზანში წელს 800 ტონა საფერავი უნდა დაიკრიფოს. ხარისხიანი ნედლეულის ფასი, წინასწარი მონაცემებით, 1 ლარი იქნება, რომლის 25 % სახელმწიფო გადაიხდის. უფასოდ დაურიგდა წელს გლეხებს შესაწამლი მასალაც. ქარხნები უკვე მზად არიან ყურძნის ჩასაბარებლად. რთველი სოფელ მუკუზანში დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა