Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  შეხვედრა მეღვინეობის ექპერტებთან » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

სოფლის მეურნეობა : შეხვედრა მეღვინეობის ექპერტებთან
ნანახია: 1604

შეხვედრა  მეღვინეობის ექპერტებთან
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი „რთველი - 2013-ის” მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე რთველის პროგრამული, ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს, სამომავლო ხედვა და გეგმები განსაზღვრეს, ასევე დარგის განვითარების პროცესში ექსპერტთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
დავით შერვაშიძემ აღნიშნა, რომ „რთველი 2013“-ის პროექტების ამოქმედება ეყრდნობა ინდუსტრიის მხრიდან მოთხოვნების ანალიზს. ,,დღეს ჩვენ ინდუსტრიას შეგვიძლია შევთავაზოთ რამოდენიმე ინოვაცია, კერძოდ: შეღავათიანი აგროსესხები, სუბსიდიის პროგრამა ვაუჩერის გარეშე, სახელმწიფოს მხრიდან საწარმოებისა და გლეხების ხელშეწყობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებზე გადასვლის მიზნით. რუსეთის ბაზრის გახსნის მიუხედავად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ექსპორტი სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ გასული წელთან შედარებით, წელს ექსპორტის 43% - ით გაიზარდა. ვაუჩერის გარეშე სუბსიდია გლეხს და მეწარმეს დაახლოვებს, რაც სამომავლოდ ჯანსაღი ბიზნესურთიერთობების საწინდარია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ექსპერტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია რთველის დაწყება ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დადგომიდან. გლეხის ინტერესი არ უნდა იყოს მარტო ყურძნის ჩაბარება. იგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ, შედგება ჯანსაღი ურთიერთობა გლეხსა და მეწარმეს შორის. ,,ასეთი ბიზნესგარემო გარანტიაა კარგი მოსავლისა და ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის. გლეხმა მეწარმე პარტნიორად უნდა აღიქვას, ხოლო სახელმწიფო მათი იდეოლოგიის მხარდამჭერის როლში უნდა იყოს და არა კონკურენტი და მჩაგვრელი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი აზრით, ხარისხის კონტროლი იწყება სწორად ფორმულირებული საინფორმაციო ბაზიდან და იმ მექანიზმების ამოქმედებიდან, რასაც ტექნიკური, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მობილიზება ჰქვია.
ექპერტებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მრავალი იდეისა და მოსაზრების ურთიერთგაცვლის საფუძველზე, დაიგეგმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისათვის.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა