“რთველი - 2013”-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

სოფლის მეურნეობა : “რთველი - 2013”-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
ნანახია: 1165

“რთველი - 2013”-ის  საკოორდინაციო   შტაბი გაიხსნა
„რთველი - 2013“-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა ქალაქ გურჯაანში საკოორდინაციო შტაბი გახსნეს. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.
შტაბის ოფიციალურ გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის, ღვინის საწარმოების და კომპანიების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით შერვაშიძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის რეალურად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 2013 წლის რთველი იქნება გარდამავალი ეტაპი წარსული პრობლემების დაძლევასა და სექტორის განვითარების მიმართულებით. სახელმწიფო დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნება მიმართული, რომელიც გლეხს უფრო კონკურენტუნარიანს, წარმოების პროცესს კი, უფრო თანამედროვეს გახდის. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოხმარდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა შტაბის წევრებსა და რთველის პროექტში ჩართული საწარმოების წარმომადგენლებს რთველის მიმდინარეობის სქემა გააცნო. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ რთველი აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (სოფლები - სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო) დაიწყება, ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთვებიან ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები.
შტაბის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2013 წლის რთველი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება, რადგან წლევანდელი ახალი სქემა ღვინის მწარმოებელებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა. 2013 წლიდან, სახელმწიფო იზრუნებს ბიზნეს სექტორის ინტერესების დაცვაზე და სრულად გაითვალისწინებს გლეხისა და ფერმერის ინტერესებსაც. სახელმწიფო აღარ იქნება კერძო სექტორის კონკურენტის როლში და ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. სუბსიდიის პროგრამა განხორციელდება კომპანიებისათვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე. სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე შეადგენს 40 თეთრს, ხოლო 1 კგ საფერავის შემთხვევაში - 25 თეთრს.
ლევან დავითაშვილის თქმით, რთველის დაწყება აუცილებელია მხოლოდ კონდიცირებაში მყოფი ყურძნის შემთხვევაში, რადგან კერძო საწარმოები სწორედ ასეთ ყურძენს ჩაიბარებენ. გლეხებს და მევენახეებს, რომლებიც ვერ მიაღწევენ მეწარმეებთან შეთანხმებას, შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო საწარმოებს. ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის შეღავათიანი აგროსესხები გაიცემა - 15 თვიანი სესხი 12%– 15% -ად, აქედან 9%-ს სახელმწიფო დაფარავს.

„რთველი 2013-ის“ საკოორდინაციო შტაბში იმუშავებს ცხელი ხაზი 2 47 01 01, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება დაინტერესებულ პირებს.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა