მარნეულის სასურსათო ქარხანა ახალ პროდუქტს - ატმის კომპოტს გვთავაზობს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

სოფლის მეურნეობა : მარნეულის სასურსათო ქარხანა ახალ პროდუქტს - ატმის კომპოტს გვთავაზობს
ნანახია: 1610

მარნეულის სასურსათო ქარხანა ახალ პროდუქტს - ატმის კომპოტს გვთავაზობს
მარნეულის სასურსათო ქარხანა მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ახალ პროდუქტებს. ამჯერად, ქარხანაში საცდელ რეჟიმში ატმის კომპოტის დამზადება მიმდინარეობს. შესაძლოა, რომ აღნიშნული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე სულ მალე ვიხილოთ. საწარმო მუდმივად ცდილობს მომხმარებელი გაანებივროს და ყოველწლიურად სიახლეს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან მათ უკვე შეუძლიათ დააგემოვნონ მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული ახალიპროდუქტი - ლეჩო. წელს მისი წარმოების გაზრდაც იგეგმება. 2013 წელს ქარხანამ, მზა სალათების მიმართულებით, პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის გასაზრდელად დამატებითი ინვესტიციები განახორციელა. სამომავლოდ, მარნეულის სასურსათო ქარხნისგან სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა