დმანისში „კარტლისის“ხორბლის მოსავალმა მარნეულის შედეგებს აჯობა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

სოფლის მეურნეობა : დმანისში „კარტლისის“ხორბლის მოსავალმა მარნეულის შედეგებს აჯობა
ნანახია: 1244

დმანისში „კარტლისის“ხორბლის მოსავალმა  მარნეულის შედეგებს  აჯობა
აგრარულ სექტორში წამყვანმა კომპანიამ „კარტლისი“, დმანისის რაიონის სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების „პიონერის“ სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო. დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბლის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 8 -დან 9-ტონამდე შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

დმანისის რაიონის მიწები ხორბლის კულტურისთვის ნოყიერი და ხელსაყრელი არასოდეს ყოფილა. ამ მიწებზე, ძირითადად, კარტოფილის, კომბოსტოს, ხახვის თესვის კულტურას მისდევენ. მოსავლის მაქსიმუმი რაოდენობა, რაც ამ მიდამოში ხორბლისგან აუღიათ, ჰექტარზე სამ ტონას არ აღემატება.

„დმანისის რაიონი ძირითადად მეცხოველეობის და სხვა კულტურების მოყვანის ზონაა, იგი არასოდეს ყოფილა პურის მოსავლის მოყვანისთვის სასურველი ადგილი. ჩვენი რეკორდული მოსავალი მეტყველებს ხორბლის იტალიური წარმოშობის თესლის - PR22R58 ჯიშობრივ თვისებაზე, აგრო-ტექნიკის სრულ გამოყენებასა და სასუქების სწორ შერჩევაზე. ახალი ჯიშის ხორბლის განსაკუთრებულობა მისი კლიმატისადმი ამტანობასა და მაღალმოსავლიანობაშიც მდგომარეობს“ - განაცხადა „კარტლისის“ მენეჯერმა ტარიელ სვანაძემ.

PR22R58 ჯიშის ხორბლის მოყვანის პროცესს აკვირდება აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი, რომელიც აღნიშნულ ჯიშს ძალიან დადებითად აფასებს და ფერმერებს აძლევს რეკომენდაციას, რომ ხორბლის თესლის ეს ჯიში საქართველოს ყველა იმ ზონაში გავრცელდეს, სადაც მეხორბლეობას მისდევენ.

კომპანია „კარტლის“-მა მარნეულის რაიონში მოსავალი გასულ თვეში აიღო. მოსავლის აღების პრეზენტაციას, რომელსაც მედიის წარმომადგენლები და ფერმერებიც ესწრებოდნენ, დიდი რეზონანსი მოყვა საქართველოს აგრარულ სექტორში, ვინაიდან ის ჯიშის ხორბალი, რომელსაც საქართველოში ამჟამად თესავენ, ე.წ. “ბეზოსტაია-1” ჰექტარზე 2-3 ტონა ხორბალს იძლევა.

„ხორბლის ახალი ჯიში PR22R58 ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოებისაა. თესვამ კარგი შედეგები გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში 1 ჰექტარზე 9 ტონამდე ხორბლის მოსავალს იძლევა. ორივე ნაკვეთზე - მარნეულში და დმანისშიც ყანები „კარტლისის“ ტექნოლოგიითაა მოვლილი, რაც გულისხმობს ჯიშის სწორ შერჩევას, ნიადაგის შესაბამის დამუშავებას, სასუქებისა და ჰერბიციდის სწორ შერჩევასა და გამოყენებას, სასუქებით გამოკვების სქემის დამუშავებას და სხვა“,- აცხადებს კომპანია „კარტლისი“-ს დირექტორი რობერტ რევია.

კომპანია „კარტლისი“-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, PR22R58 ჯიშის ხორბალი საქართველოში თავდაპირველად ფართოდ გამოსცადეს - 7 რაიონში 150 ჰექტარზე. შესადარებლად, აღნიშნული ჯიშის ხორბლით დათესილი ყანების გვერდით ყველგან ეთესა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯიში „ბეზოსტაია-1“ (საქართველოში ცნობილი როგორც „უფხო პირველი“). ჯიშმა - PR22R58 ყველგან აჯობა სტანდარტს „ბეზოსტაია-1“-ს და ასევე აჩვენა უფრო მაღალი მოსავლები მეზობელ ფართობებთან შედარებით. ახალი ჯიშით უკვე დაინტრესდნენ ხორბლის ბიზნესით დაკავებული ფერმერები.

კომპანია „კარტლის“–ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა“) 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, FMC, Bejo, TimacAgro და HZPC. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში,ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში. „კარტლისი” პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს „ENVIRONMENTAL RESPECT AWARDS“- ის მფლობელია. კომპანიას ჯილდო პესტიციდების დისტრიბუციის საუკეთესო მენეჯმენტისთვის გადაეცა.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა