სოფლის მეურნეობის მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ნიუსების არქივი
» ბულგარეთის საელჩოში ...
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

სოფლის მეურნეობა : სოფლის მეურნეობის მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა
ნანახია: 1150

სოფლის მეურნეობის მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია მთავრობის ინიცირებული პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში ჟურნალისტებს შეხვდა და სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა გასული 9 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის, ასევე სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, დღეს სოფლის მეურნეობა - რეალური პრიორიტეტია, რომლის განვითარებასაც მთავრობა სისტემურად ახორციელებს.

• სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა უპრეცედენტო საგაზაფხულო პროგრამა; 710,341 გლეხის ოჯახს უფასოდ დაუმუშავდა კუთვნილი მიწის ნაკვეთი; ასევე მათ ბარათების მეშვეობით უფასოდ მიიღეს სათესლე მასალა, სასუქი, ინვენტარი და ა.შ. წელს დამუშავდა ორჯერ მეტი ფართობი ვიდრე წინა წლებში, მათ შორის დამუშავდა ისეთი ნაკვეთები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუმუშავებელი იყო.

• პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გაზაფხულზე დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს ფერმერებისათვის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“. სულ 4 085 ბენეფიციარზე გაცემულია 60 975 041 ლარის სესხი, რომლის ფარგლებში III კომპონენტში უკვე დაფინანსებულია 25-მდე ახალი საწარმო (start up). ასევე გაცემულია სესხები მცირე მეწარმეებზეც, რომელთა რიცხმა უკვე 1736 -ს მიაღწია. (საუბარია მცირე საწარმოებზე: სათბურებზე, საწყობებზე, რძის შემგროვბებელ და სხვა ხაზებზე)

• ინტენსიურად მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე არხების რებილიტიაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ამჟამად სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი (680 კმ) და გამანაწილებელი (3000 კმ) გაწმენდილია. საერთო ჯამში შარშანდელთან შედარებით წელს, წლის ბოლომდე სამჯერ მეტი ფართობი გასარწყავდება.

• არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების გახსნა, მათ შორის ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტმა რუსეთში 1 759 670 ბოთლი შეადგინა. ივნისის თვეში სულ განხორციელდა 1,630,612 ლიტრი 0,75 ლიტრიან ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ექსპორტი 18 ქვეყანაში; სულ ივნისის მდგომარეობით კი - 8,539,901 ლიტრის, რაც 24% -ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, რუსეთი და პოლონეთი. შემოდგომიდან ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც იპოვის თავის ადგილს საერთაშორისო ბაზარზე.

• შემუშავდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიღებით მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს სოფლის მომავალი და სტიმული უნდა მისცეს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას. სოფლად სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისათვის რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკომლო (საოჯახო) მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსების გაერთიანებაზე, რის გამოც სახელმწიფო პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და ხელს უწყობს მათ შექმნასა და განვითარებას.

• მნიშვნელოვნად გაძლიერდა ქვეყნის შიდა ბაზარზე ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა - შემდგომში ღონისძიებების გატარებით. კერძოდ, მიმდინარე წელს გამოვლინდა სარეალიზაციო ქსელში ვადაგასული, სხვადასხვა დასახელების სურსათის რეალიზაციის 379 შემთხვევა; სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლენილია (ვადაგასული და/ან მავნე) და მათი ზედამხედველობით განადგურებულია 55 442 კგ. მყარი სურსათი; 825, 7 ლ. თხევადი სურსათი; 12 160 კგ. ხორცი და ხორცპროდუქტები (მათ შორის 5 ტ.-ზე მეტი ცხენის ხორცი); 300 000 ცალზე მეტი სასურსათო კვერცხი. 2 491 ტ დაავადებული კარტოფილი გაბრუნდა იმპორტიორ ქვეყანაში, ხოლო 25 ტ კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილი განადგურდა.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა