DataLife Engine > საზოგადოება > ბულგარეთის საელჩოში ორგანიზებულ იქნა „საშობაო სათამაშოების სახელოსნო“

ბულგარეთის საელჩოში ორგანიზებულ იქნა „საშობაო სათამაშოების სახელოსნო“


28 ნოემბერი 2017. : admin
ბულგარეთის საელჩოში ორგანიზებულ იქნა „საშობაო სათამაშოების სახელოსნო“
2017 წლის 25 ნოემბერს, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის დესისლავა ივანოვას მოწვევით, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს შენობაში შეიკრიბნენ ბულგარული თემის წარმომადგენლები და ბულგარეთის მეგობრები შვილებთან ერთად, მათ შორის იყვნენ საკვირაო ბულგარული სკოლის მოსწავლეები.
ასოციაცია „ვზრაჟდანე“-ს წევრებთან ერთად (რომლის სათავეში დგას რაინა ბელევა) ორგანიზებულ იქნა „საშობაო სათამაშოების სახელოსნო“, რომელზეც საქართველოში მცხოვრები ბულგარელები და მათი ქართველი მეგობრები ამზადებდნენ საშობაო სათამაშოებს. კერძოდ, სტუმრებმა ისწავლეს ე.წ. „სურვაჩკების“ დამზადების ბულგარული ტრადიციები და შემდგომში თავად დაამზადეს სურვაჩკები.
ბულგარეთის საელჩოში ორგანიზებულ იქნა „საშობაო სათამაშოების სახელოსნო“
არქიტექტორი კოზლევის და ბულგარელი წარმოშობის მხატვრის მარინა მავროვის ხელმძღვანელობით ბავშვებმა და მშობლებმა დაამზადეს სურვაჩკები, ნაძვის ხის სათამაშოები და საშობაო მისალოცი ბარათები ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის.
ბულგარეთის საელჩოში ორგანიზებულ იქნა „საშობაო სათამაშოების სახელოსნო“
სახელოსნოს ესტუმრნენ და მიიღეს მასში მონაწილეობა ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წევრები და ბულგარეთის კონტინგენტი.
ბულგარეთში ახალ წელს, ტრადიციულად, აღნიშნავენ ოჯახში. ბულგარეთში ამ დღესასწაულს ეძახიან ვასილის დღეს ან „სურვაკს“, რაც ითარგმნება, როგორც მოლოცვა ტოტით. ახალი წლის აღსანიშნავად ბულგარეთში მიღებულია ახალი ტანსაცმლის ჩაცმა. ბულგარეთში ითვლება, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია საახალწლო სუფრა, მით უფრო მდიდარი იქნება წელი. ბულგარეთში, ტრადიციულად, ახალი წლის დაწყებამდე, მაგიდაზე დებენ პურს, მასში დამალული მონეტით. ვახშმის წინ ოჯახის უხუცესი წევრი ლოცულობს და ყოფს „კარავაის“. იმ წევრს, რომელსაც შეხვდება მონეტა, მთელი წელი ექნება წარმატებული. საახალძლო სუფრის ტრადიციული კერძო ბულგარეთში არის ფენოვანი პეროგი ყველით, ე.წ. „ბანიცა“. ზოგჯერ, ასეთ პეროგში იდება სიურპრიზები-წინასწარმეტყველებები საახალწლო სუფრისთვის. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობა, წარმატება, სიყვარული და კეთილდღეობა. მთელი ოჯახი ხალისობს, როდესაც ოთხმოცდაათი წლის ბაბუას ხვდება წერილი „სიყვარულით“, ხოლო ბავშვს - „წარმატება მეურნეობაში“.

საახალწლო ღამეს ბულგარეთში სუფრის შემდეგ ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები ამზადებენ ჯოხებს შვინდისგან, ე.წ. „სურვაჩკებს“. ეს ტრადიცია დაკავშირებულია წმინდა ბასილის დღესასწაულთან. სურვაჩკას მორთავენ წითელი ძაფით, ნივრის კბილებით, თხილით, მონეტებით, შავი ქლიავით და ჩირით. სურვაჩკით ზურგზე ეხებიან ჯერ უფროს, შემდეგ კი უფრო ახალგარზრდა ოჯახის წევრებს.

ზოგჯერ სურვაჩკით მიდიან სტუმრად. მიღებულია სახლში შესვლა და მასპინძლების ზურგზე დარტყმა. ასეთი დარტყმა მომავალ წელს წარმატების, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გარანტია. სავარაუდოდ, ეს ტრადიცია სათავეს იღებს სატურნალიიდან, როდესაც დღესასწაულებზე ცემა ჰპირდებიდა ახალგაზრდა ქალბატონებს მატერიალურ კეთილდღეობას, ბედნიერ შეუღლებას და ორსულობას.

ახალი წლის დადგომის მომენტში, ზუსტად 12 საათზე, გამორთავენ შუქს და ადამიანები კოცნიან ერთმანეთს სიბნელეში.
ზოგჯერ გოგოები მკითხაობენ ახალს წელს მატ მომავალ მეუღლეებზე, ბუჩქთან საქორწინო ბეჭდების წიტელი ძაფით მიმაგრებით.
ახალ წელს ბულგარეთში ასევე მიღებულია ერთმანეთთაბ ბეჭდების დაჭახუნება, როგორც სხვა ქვეყნებში აჭახუნებენ ჭიქებს.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს ასევე ქართული და ბულგარული მასმედიის წარმომადგენლები.