DataLife Engine > საზოგადოება > ახალგაზრდა მეწარმე „წლის პროფესიული განათლების სტუდენტი“ გახდა

ახალგაზრდა მეწარმე „წლის პროფესიული განათლების სტუდენტი“ გახდა


8 ნოემბერი 2017. : admin
ახალგაზრდა მეწარმე „წლის პროფესიული განათლების სტუდენტი“ გახდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი გაიმართა. პროექტის ფარგლებში რვა გამარჯვებული გამოვლინდა.
"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017"-ის ნომინაციაში "წლის პროფესიული განათლების სტუდენტი“ წელს არჩილ გობეჯიშვილი გახდა.
არჩილ გობეჯიშვილი 2016-2017 წლებში სწავლობდა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ საგანმანათლებლო პროგრამაზე „დურგალი“. მან სულ რამოდენიმე თვეში შეძლო შეექმნა თვისი ნამუშევრების კოლექცია. სწავლის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ კოლეჯი "სპექტრი"-ს და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო არჩილის ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხათ ასოციაცია "ანიკა"-ს ბენეფიციარებს. რამოდნეიმე თვის წინ არჩილმა მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროს და ინოვაციების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პირველ პროფესიულ ჰაკათონში. თავისი პროეტის პრეზენტაციით მან წარმატებით გაიარა პირველი ტური, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გუნდის წევრთან ერთად პროექტზე ყოველდღიური მუშაობით შეძლო დაემზადებინა საკუთარი იდეის პროტოტიპი, რომელმაც ჰაკათონის ჟიურის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველი პროფესიული ჰაკათონის გამარჯვებულიც გახდა.
სწავლის დამთავრების შემდეგ ის კომპანია ""ARTISANI"-ს პარტნიორი და კომპანია "ვუდ ბოქსის" დირექტორია. ამჟამად მუშაობს, რათა შექმნას საკუთარი წარმოება. ახალგაზრდა მეწარმე მიზანდასახულობასთან ერთად შრომისმოყვარეცაა. იგი მუდმივად ინოვაციებისა და სიახლეების ძიებაშია. დღეს არჩილმა ბავშვობის გატაცება პროფესიად აქცია და საკუთარი მიზანდასახულობით შეძლო გამხადრიყო არჩეული პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი.
პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება.