DataLife Engine > საზოგადოება > .

.


21 ივნისი 2017. : admin
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
.
,,მერების შეთანხმების’’ ოფიციალური მხარდამჭერი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ,,მდგრადი ენერგეტიკის დღის’’ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის - „ენერგოაუდიტორების ტრეინინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“ პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები, ღონისძიების მონაწილეებს, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა და პროექტის პარტნიორი ავსტრიული კომპანიის - ,,ალლპლანი’’ წარმომადგენლებმა, ჰელმუტ ბიორგერმა და დოინა კალოიანუმ გააცნეს.

ღონისძიების ფარგლებში, თემაზე „ენერგომენეჯმენტი საზოგადოებრივ შენობებში“. საინფორმაციო სემინარიც ჩატარდა. შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილეები: ნოდარ შეროზია და დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ლომიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ ხელმძღვანელი მერაბ სულაბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატები- ელზა ლეკვეიშვილი, მარლენ ლაბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე და ბოლნისი) მდებარე საზოგადოებრივ (როგორც მუნიციპალური ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საკუთრებაში მყოფი) შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტისთვის, რუსთავში 12 საზოგადოებრივი შენობა (5 საბავშვო ბაღი, 5 საჯარო სკოლა, 2 საზოგადოებრივი შენობა)შეირჩა.

კამპანიის განხორციელების პერიოდში, შენობების მოსარგებლეებს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. ენერგომენეჯმენტის საკითხებზე, საზოგადოებრივ შენობებში, მენეჯერებისა და ენერგომენეჯმენტზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის გაიმართება საინფორმაციო სემინარებიც. საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, დაგეგმილია ენერგოაუდიტორების მომზადება-სერთიფიცირების კურსების ჩატარება. გადამზადების თეორიული კურსების შემდეგ, საზოგადოებრივ შენობებში, ენერგოეფექტური ღონისძიებების იდენტიფიცირების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების გასაანგარიშებლად საჭირო პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით, იგეგმება ენერგოაუდიტების გამართვა.

პროექტს, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებითა და ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მხარდაჭერით, „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ და კომპანია „ალლპლანი“ (ALLPLAN) ახორციელებენ. 2011 წლის 2 მაისს, რუსთავი ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების“ ინიციატივას შეუერთდა, რომელიც გლობალური საფრთხეების, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტს წარმოადგენს და 2020 წლისთვის, ადგილობრივი ტერიტორიების საზღვრებში, ნახშიროჟანგის (CO2)-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

შეთანხემებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე მოიცავს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის მომზადებას, მისი განხოციელების მონიტორინგსა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად ენერგეტიკის დღეების ჩატარებას

https://www.youtube.com/watch?v=3K5_T9X7bFQ