Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  ბულგარეთის საელჩომ „ევროპული კულინარული ფესტივალი“ გამართა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : ბულგარეთის საელჩომ „ევროპული კულინარული ფესტივალი“ გამართა
ნანახია: 161

ბულგარეთის საელჩომ „ევროპული კულინარული ფესტივალი“  გამართა
2018 წლის 2 ივნისს ბულგარეთის საელჩომ საქართველოში გამართა „ევროპული კულინარული ფესტივალი“ მცხეთაში, - საქართველოს ძველ დედაქალაქში, რომელცი არის ქართული კულტურის და სახელმწიფოებრიობის აკვანი. ღონისძიებამ ხელი შეუწყო ბულგარული კულტურის და ავროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მხარდაჭერას, და გაიმართა ბულგარეთეს საელჩოს ორგანიზებით. მის ღრმად პატივცემულ სტუმრებს შორის იყვნენ მცხეთის მერის მოადგილე მარინა ზურაბაშვილი და სხვა დეპუტატები, ქართული საჯარო უწყებების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ბეჭდური და ელექტრონული მასმედიის წარმომადგენლები, და, რათქმაუნდა, საქართველოში მცხოვრები ბულგარული დიასპორის წარმომადგენლები.
ბულგარეთის საელჩომ „ევროპული კულინარული ფესტივალი“  გამართა
ღონისძიების ფარგლებში მცხეთის მერიამ გადასცააა ბულგარეთის საელჩოს სურათი, რომელზეც ასახულია ძველი საქართველოს დედაქალაქის ძირითადი სიმბოლოები. ასევე, ბულგარული კულტურული ტრადიციების დემონსტრირების მიზნით წარმოდგენილ იქნა ბულგარული ხალხური ცეკვები ქართული ანსამბლი „ნარტების“ მიერ.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საზოგადოების ევროპული ქვეყნების მდიდარ კულინარულ ტრადიციებთან უკეთ გაცნობა.

თავის გამოსვლაში ბულგარეთის სრულუფლებიანმა ელჩმა ქ-მა დესისლავა ივანოვამ აღნიშნა, რომ ევროპული მატერიალური კულტურის მრავალფეროვან გამოვლენებს შორის, საელჩომ სიამოვნებით იკისრა ვალდებულება წარადგინოს საქართველოში ასევე ევროპული კულინარული მრავალფეროვნება. „ჩვენთვის, როგორც საელჩოსთვის, რომელიც თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს, ეს კულინარული ფესტივალი არის საბაბი იმისათვის, რომ ამ ფორმით ხაზი გავუსვათ ქართული ხალხის კულტურული სიახლოვე ევროპის სხვა ქვეყნებთან“, - დაამატა ელჩმა. ის მიესალმა ბულგარეთის და სხვა სტუმრებს და ურჩია მათ გემრიელი კერძების დაგემოვნება, და ამით სახკებშ სახლში ევროპული სულის და ცხოვრების სტილის შეტანა. ბულგარეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა ევროპული ქვეყნების საელჩოებს მათი ნაციონალური კერძების რეცეპტებისთვის და აღნიშნა, რომ ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის გზავნილი კულტურული ტრადიციების, კერძოდ „მრავალფეროვნებაში გაერთიანებული“ ტრადიციების თვალსაზრისით.

კერძების დეგუსტაციის გარდა სტუმრებმა ნახეს საპრეზენტაციო კლიპი კულტურასა და ტრადიციების შესახებ. ღონისძიება დაიხურა სტუმრებისა და ბულგარული დიასპორის წარმომადგენლების ერთობლივი ცეკვებით.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა