Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  . » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    აგვისტო 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : .
ნანახია: 195

ბულგარეთის საელჩომ ბულგარეთის განათლების, კულტურის და სლავური დამწერლობის დღე აღნიშნა
.
საქართველოში ბულგარეთის საელჩომ ბულგარეთის განათლების, კულტურის და სლავური დამწერლობის დღე აღნიშნა.
წელს ცერემონიალს ესტუმრნენ საქართველოში მცხოვრები ბულგარელები, და ასევე ბულგარეთის მეგობრები მეცნიერების და კულტურის დარგში, ბულგარული და ქართული მასმედიის წარმომადგენლები. სპეციალური სტუმრების სტატუსით სარგებლობდნენ საქართველოში მოღვაწე დამკვირვებელთა მისიის ბულგარეთის წარმომადგენლები.
.
საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ ხაზგასმით აღნიშნა მის გამოსვლაში განათლების და მეცნიერების როლი ბულგარეთის, როგორც ქვეყნის, შენარჩუნებაში ასწლეულების განმავლობაში და დაამატა, რომ კარგად განათლებულ და კულტურულ ხალხს აქვს მომავალი თანამედროვე დინამიურ სამყაროში. სწორედ ამიტომ ბულგარეთის სახელმწიფო აგრძელებს განათლებაზე ზრუნვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის მაგალითია ბულგარული სკოლის საქმიანობა საელჩოში თბილისში, რომელიც ამჟამად სარგებლობს ინტერესით საქართველოში მცხოვრებ ბულგარელებს შორის.
ელჩმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, რომლებმაც ნებაყოფლობითი სამუშაო ჩაატარეს საელჩოში, კერძოდ ქრისტიანა ქრისტოვას, საელჩოს მეორე მდივანს და ასევე ბისერა კოზლევას და მისცა მათ საშუალება სიტყვით გამოსულიყვნენ იმის შესახებ, თუ რა სამუშაო განხორციელდა ბულგარულ სკოლაში. განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა ბულგარეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მხარდაჭერისთვის, სახელმძღვანელოების მიწოდებისთვის და პროფესიონალური სწავლებისთვის.
ცერემონიალის მსვლელობისას, ბულგარელმა ბავშვებმა შეასრულეს ნაციონალური სიმღერები და ცეკვები ნაციონალურ ტანისამოსში. პროგრამაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ბულგარული სკოლის უფროსი ჯგუფის წარმომადგენლებიც.
დღესასწაულის მხატვრულ ფონად გამოყენებულ იქნა გამოფენა სახელწოდებით „წერილების სინათლე“, რომელმაც შექმნა საერთო წარმოდგენა მდიდარ შუასაკუნოვან ბულგარულ წიგნზე, სადაც ასახულია ყველაზე ცნობილი ბულგარული შუასაუკუნოვანი ხელნაწერები მე-9 - მე-18 საუკუნამდე.
სტუმრებმა ასევე დააგემოვნეს გემრიელი ბულგარული პეროგი, და ასევე ტკბილეული და საჩუქრები, დღესასწაულთან დაკავშირებით.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა