Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  ბულგარული გამოფენა „წერილების სინათლე“გაიხსნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : ბულგარული გამოფენა „წერილების სინათლე“გაიხსნა
ნანახია: 274

ბულგარული გამოფენა „წერილების სინათლე“გაიხსნა
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნა ბულგარული გამოფენა „წერილების სინათლე“, რომელიც ეძღვნება 24 მაისს. ბულგარეთში 24 მაისს ზეიმობენ განათლების, კულტურის და სლავური დამწერლობის ეროვნულ დღესასწაულს.

ექსპოზიცია „წერილების სინათლე“ შექმნილია ელენე და ივანე დუიჩევების ფონდის მიერ. მანამდე ეს ექსპოზიცია წარდგენილი იყო აშშ–ში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, ფინეთში, საბერძნეთში, კვიპროსში და სხვა ქვეყნებში. ის ასახავს IX-XVIII საუკუნეების ყველაზე ღირებულ ბულგარულ შუასაუკუნოვან ხელნაწერებს.

ღონისძიება ორგანიზებულ იქნა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მიერ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის მხარდაჭერით. ღონისძიება გაიხსნა ბულგარეთის ელჩის დესისლავა ივანოვას მოლოცვით და უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შერვაშიძის მისალმებით. ღონისძიებაზე დამსწრეთა შორის ასევე იმყოფებოდა საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე თევზაძე. გამოფენა გაიხსნა „Walk People Revived”–ის ფონზე და სტუმრებს გააცნეს ამ სიმღერის კავშირი აღნიშნულ დღესასწაულთან.
ბულგარელმა დიპლომატმა დღევანდელ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთის ევროსაბჭოში ინტეგრაციის შემდეგ კირილიცა გახდა მესამე ოფიციალური ანბანი. გახსნას ესწრებოდნენ პოლონეთის, ირანის, აშშ–ის ელჩები და საქართველოში დიპლომატიური კორპუსების სხვა წარმომადგენლები, ასევე ლექტორები, სტუდენტები, ქართული თემის და მასმედიის წარმომადგენლები.

ყოველ წელს, 24 მაისს ბულგარეთი აღნიშნავს სლავური დამწერლობის და კულტურის დღეს, რომელიც დაკავშირებულია წმინდა მოციქულების - ძმები კირილე და მეფოდის სახელებთან, რომლებიც იყვნენ სლავური განმანათებლები, სლავური ანბანის შემქმნელები, ბერძნული ენიდან სლავურ ენაზე ბიბლიური წიგნების პირველი მთარგმნელები.

სწორედ ზემოხსენებული განმანათლებლები იყვნენ პირველი სლავური ანბანის შემქმნელები, რომელსაც ჩვენ დღემდე ვიყენებთ. ანბანს მიენიჭა ერთ–ერთი ძმის სახელი, და ამიტომ მას ჰქვია „კირილიცა“. 863 წლის 24 მაისს ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქში პლისკეში სოლუნელმა ძმებმა კირილემ და მეფოდიმ განაცხადეს სლავური ანბანის შექმნაზე.

გამოფენა ორგანიზებულია ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ და მას უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. დიდი მიგრაციის დროს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დასახლებულ ტერიტორიებზე ქრისტიანობის დომინირება ხელს უწყობდა სლავების იდენტობის გაძლიერებას მათი საკუთარ ენაზე ანბანის შექმნის გზით. ბულგარეთმა შეიტანა დიდი წვლილი მის გადარჩენაში. ბულგარეთში გამოქვეყნებული ქრისტიანული ლიტერატურა აღებულ და ადაპტირებულ იქნა რუსების, სერბების და ორთოდოქსული სლავური ჯგუფის სხვა მოწინავე ერების მიერ, როგორც ცივილიზაციური ფაქტორი.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა