Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  თსუ-ში ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა გაიმართა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ნოემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : თსუ-ში ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა გაიმართა
ნანახია: 359

თსუ-ში ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო და ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტი. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა, ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლები, თსუ პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკები მოყოლებული შუა საუკუნეებიდან დღემდე, ასევე ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნი, რომელშიც მოცემულია ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკები აღწერებით.

,,ქართველი დამთვალიერებელი იხილავს გეოგრაფიულ რუკებს, რომელიც შექმნილია მეთხუთმეტე საუკუნიდან დღემდე. რუკებზე ასახულია არქტიკული გარემო და რეგიონი წარსულსა და დღევანდელი მდგომარეობით. საქართველოს განათლების სამინისტროსთან ვგეგმავთ სამომავლო თანამშრომლობას, რაც გამოიხატება ქართველი მეცნიერების მონაწილეობით ექსპედიციებში ანტარქტიკაზე, ბულგარეთის სამეცნიერო ბაზაზე,“ - განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ.

გამოფენისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით ,,ბულგარეთს აქვს ინტენსიური პროგრამა ანტარქტიკის შესასწავლად. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბულგარელი და ქართველი კოლეგები შეხვდნენ ერთმანეთს, დაისახა საინტერესო გეგმები სამომავლო თანამშრომლობის და, რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ქართველი მეცნიერები იქნებიან ბულგარული ექსპედიციის ნაწილი.“

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი რუკებიდან უძველესი, რომელიც თურქმა კარტოგრაფმა და მეზღვაურმა ჯერ კიდევ ანტარქტიკის აღმოჩენამდე ვარაუდით შექმნა, მეთხუთმეტე საუკუნეშია შექმნილი.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა