Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  . » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : .
ნანახია: 310

კახეთის რეგიონის 7 მუნციპალიტეტეტის მერია შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი“
.
კახეთის რეგიონის 7 მუნციპალიტეტეტის მერია შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი“. 2014 წლიდან თელავის მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, თელავის მუნიციპალიტეტში მოხდა მნიშვნელოვანი ენეგროეფექტური პროექტების განხორციელება. 2018 წლის 15 მარტიდან კი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის კოორდინირებით, „მერების შეთანხმების“ პროგრამას კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი ქ. თელავში ერეკლე მეფის სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“-ს აღმასრულებელი დირექტორი - მალხაზი ჭრელაშვილი. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის წარმომადგენლები: ვინსეტ რეი, მაქსიმ ვერეშჩაკი, ასევე „მერების შეთანხმების“ პროგრამის ექსპერტი საქართველოსა და აზრებაიჯანში - გიორგი აბულაშვილი. აუდიტორიას სიტყვით მიმართა კახეთის სახლმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა, მან მისასალმებელ სიტყვაში აქცენტები გააკეთა ყველა იმ სიკეთეზე, რასაც აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა მოუტანს კახეთის რეგიონს. „დღეს ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას - მერების შეთანხმებას უერთდება კახეთის 7 მუნიციპალიტეტი, მერების შეთანხმება აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიების გამოყენება. ამ პროგრამაში ჩართულობით შესაძლებელი გახდება კლიმატის ცვლილების შედეგად მოსალოდნელი ეფექტების შერბილება, ადამიანის ადაპტირება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან და თანამედროვე, ალტერნატიული ენერგიის წარმოებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა - ვინსეტ რეიმ პროგრამაში ჩართვის შესახებ დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.
შვიდი მუნიციპალიტეტის მერის მიერ ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ევროკავშირისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრითა და თანადაფინანსებით კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება. მხარის გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერს - შოთა ნარეკლიშვილს ახლი პროგრამის დაწყება მიულოცა და სერთიფიკატი გადასცა.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა