Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  ბულგარეთის საელჩომ ეროვნული დღე აღნიშნა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : ბულგარეთის საელჩომ ეროვნული დღე აღნიშნა
ნანახია: 403

ბულგარეთის საელჩომ ეროვნული დღე აღნიშნა
ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.
მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა რომ საქართველოს და ბულგარეთს ისტორიული დროიდან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელმაც გაუძლო დროის გამოცდას და დღეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის და წარმატებული თანამშრომლობის მყარ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან ბულგარეთი, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, პირველად გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ბულგარეთი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საპატიო როლს და ჩვენ გულითად წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ბულგარელ მეგობრებს დასახული პრიორიტეტების მიღწევაში. ბულგარეთის თავმჯდომარეობის მოტო- „ძალა ერთობაშია“ ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსსაც წარმოადგენს და არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამოტვიფრულია ჩვენს გერბზე. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტალურ რწმენას, რომ თავისუფლების იდეის დასაცავად მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენ და ჩვენ მომავალი თაობები მივაღწიოთ ყველაზე თამამ და გრძელვადიან მისწრაფებებსაც კი “. აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა