საზოგადოება : როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ოქტომბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» კომპანია „Bosch”-მა თბი ...
» კსუ-მ ნიზამუდინ ტაჰე ...
» საზოგადოება : როგორ მ ...
» .
» .
» .
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : საზოგადოება : როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში
ნანახია: 55

საზოგადოება : როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში
კავკასიის რეგიონში პირველად საქართველოში (და ერთ-ერთი პირველი მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცეში), კერძოდ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში 2016 წელს საპილოტო პროექტის „ადგილობრივი გააქტიურება - თანამონაწილეობრივი ბიუჯეტი ქალაქ გორში“ განხორციელება დაიწყო. თანამონაწილეობითი სამოქალაქო ბიუჯეტი არის ბიუჯეტის გამჭვირვალობის სიმბოლო, რომელიც ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს ღიად და მზადაა ჩააბაროს ანგარიში მუნიციპალურ სახსრებზე. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას თავად გადაწყვიტონ, თუ რაში დახარჯონ ფული და ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა ადგილობრივი მთავრობების ბიუჯეტებზე.

ეს მექანიზმი პირველად 1989 წელს ბრაზილიის ქალაქ პორტა–ალეგრიში იქნა შემოღებული და შემდგომში გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. გასულ წელს საქართველოში, კერძოდ, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში ერთობლივი ბიუჯეტირების საკითხებზე პირველი ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყო.
საზოგადოება : როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი შედის შიდა ქართლის რეგიონის შემადგენლობაში. ის განლაგებულია საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ისტორიული ქართლის ტერიტორიაზე (შიდა ქართლის ცენტრალური ნაწილი).
აღნიშნული ექსპერიმენტის ინიცირება მოახდინეს არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის ფონდმა „სხვა სივრცე“ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთიანი კავკასია.“
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პროცესის ორგანიზება 2016 წელს უმოკლეს პერიოდში მოხდა, მაშინ როცა რეკომენდებული იყო „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელება 2017 წელს. მიუხედავად 2017 წლის პერიოდში პროექტის განხორციელების დაგეგმვისა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით ქალაქ გორმა შეძლო გასულ 2016 წელსვე განეხორციელებინა იგი და შედეგად ქალაქში ჩატარდა სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ მოქალაქეთა მიერ იყო დაგეგმილი. ორგანიზებას სულ 3-4 თვე დასჭირდა, რაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმატებულმა მუშაობამ განაპირობა.
პროექტის მხარდაჭერა ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამით. ორგანიზაცია Oნეჩაუცასუს-ისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის ორგანიზება გაუკეთდა ვორქშოფებს, რათა ბიუჯეტის ამ უზარმაზარი პროექტის მთლიანი პროცესი დაგეგმილიყო.
საზოგადოება : როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში
მათ შეისწავლეს თუ როგორ მუშაობს / ნაწილდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და აგრეთვე გაიგეს „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს იდეა. ზემოთ ხსენებული მონაწილეები მუშაობდნენ ჯგუფებში, რათა დაესახელებინათ თავიანთი საცხოვრებელი ზონების საკვანძო პრობლემები თანამონაწილეობითი ბიუჯეტისთვის. ადგილობრივებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი პროექტები მოცემული ბიუჯეტისთვის. საერთო ჯამში „სამოქალაქო ბიუჯეტი“იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ზე მეტი.

შემდგომში, პროექტმა გადაინაცვლა ადგილობრივი ადმინისტრაციის კონტროლქვეშ. ვინაიდან, დღესდღეობით, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მექანიზმი არ არის გამყარებული საქართველოს კანონმდებლობით, ექსპერიმენტი დაიწყო მარნეულის თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს ინიციატივით. მარნეულის მუნიციპალიტეტი გახდა პირველი არაქალაქური ტიპის დასახლების მუნიციპალიტეტი და ასევე ერთი წლის მოგვიანებით, 2016 წელს, ქალაქი გორი გახდა პირველი მუნიციპალიტეტი ქალაქებს შორის საქართველოს მასშტაბით, სადაც გადაწყდა სამოქალაქო ბიუჯეტის გამოცდილების გამოყენება და გამოყოფილ იქნა მუნიციპალიტეტის ფულადი სახსრებიდან 5%, რაც ქალაქ გორისთვის შეადგენს 900 000 ლარს. თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით, გამოყოფილ იქნა ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც ნაწილდება უშუალოდ მოქალაქეების მიერ.
საზოგადოება : როგორ მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოს ქალაქებში
ქალაქ გორში „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს მთავარი კოორდინატორი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი იაგო წიკლაური აცხადებს: „ქალაქის მცხოვრებ თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია პროექტში მონაწილეობა. პროექტი უნდა იყოს საზოგადოებრივი და მთლიანად ფინანსდებოდეს საბიუჯეტო სახსრებით. ასევე მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული საცხოვრებელი ზონისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას. პროცედურის დასაწყებად მოქალაქეთა განაცხადების შემოტანის ფორმა თავისუფალია და ქმნის ერთგვარ კომფორტს საპროექტო ინიციატივის გამოსახატავად. მოქალაქეებს შეუძლიათ, სურვილისამებრ, განაცხადები წარმოადგინონ როგორც უშუალოდ კანცელარიაში განაცხადების ჩაბარებით, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით - გამოგზავნით.
წინასწარ, სპეციალისტები მოსახლეობას უწევენ კონსულტაციებს პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით და ასევე აძლევენ რჩევებს პროექტის ღირებულების თაობაზე, ვინაიდან შემოთავაზებაში უნდა აისახოს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო თანხა.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებ–გვერდზე www.gori.gov.ge.
პროექტზე განაცხადი განიხილება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი პროექტს მიანიჭებს შესაბამის კატეგორიას, მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტი, ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პროექტი, საგანმანათლებლო ან სოციალურ–კულტურული პროექტი. შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი რეკომენდაციას აძლევს ქალაქის მერის ინიციატივით სპეციალურად შექმნილ მერის სათათბირო ორგანოს, „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოზე“ განხილვის თაობაზე.
საბჭო განიხილავს პროექტს შემდეგი კრიტერიუმებით: ტექნიკური ასპექტები (პროექტის განხორციელების შესაძლებლობა), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილ პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება), პროექტის განხორციელების ვადები და აღნიშნული პროექტის საზოგადოების ინტერესებში თავსებადობა.

პირველადი შედეგების შემდეგ „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ხელშეწყობით, ადგილებზე, ზონებში იწვევს წარმომადგენლობით საბჭოებს, რომლებიც შემდგომი წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში ასახვის მოთხოვნის მიზნით, კონსესუსის წესით ირჩევენ პრიორიტეტულ საპროექტო ინიციატივებს.

შარშან შემოტანილი იყო 34 საპროექტო ინიციატივა, საიდანაც დაფინანსდა 13 პროექტი. მათგან ძირითადი მოთხოვნა რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზე იყო გამახვილებული, თუმცა ასევე დაფინანსდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტებიც. 2017 წელს განხორციელდა „სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ს პროექტები, რომლებიც ძირითადად მოიცავდა საბავშვო გასართობი მოედნების, სკვერების და მცირე ატრაქციონების მოწყობას.
სადგურის დასახლებაში, ქარხნის ქუჩაზე სკვერი და სპორტული მოედანი პროექტ "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში მოეწყო.გიგა ტალახაძე ერთ-ერთი მათგანია რომელმაც პროექტის ფარგლებში ქალაქის მერიას უკვე მიმართა. „როდესაც შევიტყვე აღნიშნული პროექტის შესახებ გადავწყვიტე, რომ ჩემი პროექტი მიმეძღვნა სკვერის კეთილმოწყობისთვის.აქ მცხოვრებ ბავშვებს არ გვქონდა სათამაშო მოედანი. ამ ადგილას იყო ნაგვის ბუდე. სხვადასხვა ადგილებში გვიწევდა თამაში“.
ვოლოგდის დასახლებაში შესასვლელი გზის რეაბილიტაცია 13 ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის ერთ-ერთია, რომელიც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
ვოლოგდის დასახლებაში მიმდინარე პროექტი, რომელის ღირებულებაც შეადგენს 72 000 ლარს, ითვალისწინებს დასახლებაში შესასვლელი გზის გაფართოება-რეაბილიტაციასა და მოსაცდელის გადატანას. როგორც, გორის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტაცია ჩაუტარდა დასახლებაში კორპუსებამდე მისასვლელ გზებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დასახლების შემოსასვლელი იყო ძალიან ვიწრო - დაახლოებით 8 მ, რაც ხშირად ქმნიდა საავარიო სიტუაციებს. მათივე განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩის სიგანე 17 მეტრამდე გაიზრდება და მნიშვნელოვად შემცირდება საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევების რისკი.

2010–2017 წწ. საქართველოს რეგიონალური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში მოსახლეობის მონაწილეობის ეფექტურობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.
ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრი ეხმარება ადგილობრივებს , რათა ადგილობრივები კარგად გაერკვნენ არსებულ სიტუაციაში. ცენტრის სპეციალისტი ნინო გოლოშვილი აცხადებს: „პრაქტიკიდან ჩანს, რომ პროექტში „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მოსახლეობის წარმატებული ჩართულობისთვის, პირველ რიგში, საჭიროა მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება. მიმდინარე წელს თითოეულ ზონაში დაინიშნენ კოორდინატორები, პროექტის უფრო წარმატებული განხორციელებისთვის.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეული დაჯგუფებულია და წარმოდგენილია 6 ზონად. თითოეული ზონისათვის შესაბამისად საშუალოდ გამოიყოფა 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარი. აღნიშნული თანხიდან, მოსახლეობის ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს ერთი, ან რამდენიმე პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს. ბიუჯეტის საბოლოო განსაზღვრის ეტაპზე, წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია საპროექტო ინიციატივებმა განიცადოს კორექტირება, მისი ტექნიკური, იურიდიული და ფინანსური ხასიათიდან გამომდინარე».

მიმდინარე, 2017 წელს უკვე შემოტანილია 73 საპროექტო ინიციატივა,ინტერესი საკმაოდ დიდია. ამ პროექტის ინიციატორების სარგებელია მათი პირადი დაინტერესება. „სამოქალაქო ბიუჯეტი-2018“ ქალაქ გორში წარმატებით ახორციელებს საორგანიზაციო სამუშაოებს და უკვე დღეისათვის გამოიკვეთა 30 გამარჯვებული პროექტი, რომელიც განხორციელდება ქალაქის ექვსივე ზონაში და რომელთაგან უმრავლესობა ისევ რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მოთხოვნებს ეხება. მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალურად იქნა დაკმაყოფილებული და მათივე მინიჭებული პრიორიტეტებით 2018 წელს ქალაქს შეემატება უამრავი სკვერი, სათამაშო მოედანი და სხვა მნიშვნელოვანი სივრცეები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლისთვის მოქალაქეებმა მოიწონეს გამორჩეული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ გორში მცირე არქიტექტურული კონსტრუქციების მოწყობას და ნატურალური ზომის ძეგლების დადგმას, რაც მისასალმებელია და ეს მეტყველებს უკვე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდასა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე.

მარნეულისა და ქალქ გორის მუნიციპალიტეტების გარდა, მომდევნო წელს, ერთობლივი ბიუჯეტირების განხორციელება იგეგმება საჩხერესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა ტრენინგები გორში, ბორჯომსა და საჩხერეში.
2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 50 ათას ადამიანს.

ლიკა ჟორჟოლიანი


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა