მსოფლიოში პოპულარული გართობის მოდელი საქართველოშიც მკვიდრდება » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ოქტომბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» კომპანია „Bosch”-მა თბი ...
» კსუ-მ ნიზამუდინ ტაჰე ...
» საზოგადოება : როგორ მ ...
» .
» .
» .
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : მსოფლიოში პოპულარული გართობის მოდელი საქართველოშიც მკვიდრდება
ნანახია: 349

მსოფლიოში პოპულარული გართობის მოდელი საქართველოშიც მკვიდრდება
საერთაშორისო კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) ქართველ მომხმარებელს ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. კომპანიის მომსახურება გულისხმობს რეალითი ქვესტის სერვისს, რაც დასვენებისა და გართობის სრულიად ახალი მიდგომაა. ამ ეტაპზე კომპანია 5 სხვადასხვა სათამაშო ქვესტ-ოთახით ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის მასზე მორგებული, ინოვაციური და თანამედროვე აქტიური დასვენების შეთავაზებაა.

ახალი კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) / რეალითი ქვესთი - დასვენების, ახლებური გართობისა და თამაშის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ცნობილი ფორტ ბოიარდისა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი ნაზავია. ბრეინ დრეინს (Brain Drain) 2, 5 და რიგ შემთხვევებში 7 ადამიანისგან შემდგარი გუნდი თამაშობს. რეალითი ქვესტი, როგორც გართობის ინოვაციური ფორმა სრულიად უცხოა თბილისელებისთვის. გართობის ახლებური მოდელი ფაქტიურად რევოლუციური მიდგომაა ამ სფეროში. მოთამაშეები ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა ფილმებისა და ისტორიული მოვლენების მთავარი გმირები ხდებიან. ისინი ხსნიან თავსატეხებს, იმარჯვებენ სხვადასხვა დაბრკოლებებზე და თავად განიცდიან მათთვის ჯერ კიდევ უცნაურ ემოციებს.

გართობის ეს ფორმა ბოლო წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. ფსიქოლოგების აზრით რეალითი ქვესტი გადატვირთული რეჟიმით მცხოვრები მოზარდების, ახალგაზრდების და ზრდასრული ადამიანიბისთვის განტვირთვის იდეალური ფორმაა. მოთამაშეს საშუალება ეძლევა არა მარტო ოჯახით, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად აღმოჩნდეს მათთვის აქამდე უჩვეულო სიტუაციაში და თამაშით დაძლიოს სხვადასხვა გამოწვევები, არამედ მოახდინოს გონების ერთგვარი განტვირთვა. ყოველივე ეს კი მოთამაშეს საშუალებას აძლევს სრულიად ახალი ძალებით ჩაერთოს ცხოვრების რიტმში, გამოსცადოს დასვენების ახლებური მიდგომა და კომფორტულ და აზარტულ გარემოში გამოავლინოს მისთვის საჭირო უნარები.
მსოფლიოში პოპულარული თამაშების „რეალითი ქვესტის“ ერთჯერადი თამაშიც კი საქმიან ადამიანებს ეხმარება დაძლიონ ყოველდღიური დაძაბულობა და სტრესული სიტუაციები; ეხმარება ახალგაზრდებსა და სტუდენტებს წინა საგამოცდო პერიოდში, ასევე კონცენტრაციაში, ხელს უწყობს მახსოვრობის კიდევ უფრო განვითარებას; საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა ოჯახურ ურთიერთობებში და რაც მთავარია ორგანიზაციებისთვის „თიმ ბილდინგის“ და მეგობრებთან ერთად გართობის იდეალური კომბინაციაა.

კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain) ბაზარზე ამ ეტაპზე 5 ახალი სათამაშო ოთახით ემსახურება მომხარებლებს, ასაკობრივი კატეგორიაა 12-დან 55 წლამდე. ქვესტების გარდა, კომპანია ქართველ მომხამრებელს წვეულებების დაგეგმვასაც სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ბაზრისთვის სიახლეა, კომპანიის სერვისი უკვე აქტუალური გახდა ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას განტვირთვისა და გართობის პოპულარულ მოდელს ირჩევენ. კომპანია კი სულ მალე ისეთი მომსახურების დამატებასაც გეგმავს, რომლის თამაშიც მხოლოდ საქართველოში იქნება შესაძლებელი. ამით ბრეინ დრეინი (Brain Drain) არა მხოლოდ თბილისელების ახლებური გართობის ნოვატორი იქნება, არამედ ხელს შეუწყობს „ქვესტების“ მოყვარულ ტურისტთა მოზიდვასაც.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა