მარნეულში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ოქტომბერი 2017    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
» კომპანია „Bosch”-მა თბი ...
» კსუ-მ ნიზამუდინ ტაჰე ...
» საზოგადოება : როგორ მ ...
» .
» .
» .
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : მარნეულში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ნანახია: 511

მარნეულში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია უცხოელ და არაქართველ მოსწავლეებში, ასევე უცხოელ მოსწავლეებში ქართული ენისა და კულტურისადმი ინტერესის გაზრდა და ქართულ ენაზე წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება. კამპანიაში საქართველოს რამოდენიმე სკოლაა ჩართული, სადაც უცხოელი მოსწავლეები სპეციალური, გაძლიერებული პროგრამით ქართველ თანატოლებთან ერთად ეუფლებიან ქართულ ენას.
მარნეულში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მარნეულში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორი „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმია“, სადაც მოსწავლეების უმრავლესობა ეთნიკურად არაქართველია. უკვე ათეული წელია ლიცეუმის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა თემატურ კურსებში და აპრილის ბოლოს დაგეგმილ ქართული ენის ოლიმპიადაშიც აქტიურად არიან ჩართულები.

კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ გასული წლის სექტემბერში დაიწყო. პროგრამაში სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოსწავლეა ჩართული, რომლებმაც ქართული ენის სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 29 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. აპრილის ბოლოს დაგეგმილ ქართული ენის X ოლიმპიადაზე ქართველი და უცხოელი მოსწავლეები 3 ნომინაციაში გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს. რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით უკვე 1000-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ფინალურ ღონისძიებაზე 7 გამარჯვებული შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდება: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი. ქართული ენის მეათე ოლიმპიადა წელს სკოლა-ლიცეუმ სხივის ორგანიზებით გაიმართება. ოლიმპიადაში მარნეულის მოსწავლეებთან ერთად სხვა ქალაქების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მედია ჰოლდინგი პალიტრა.
იხილეთ ფილმი როგორ ფლობენ ქართულ ენას აზერბაიჯანელი მოსწავლეები: https://www.youtube.com/watch?v=MUjH3_bRt5Q


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა