Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  რჯულის კაციდან მედიატორამდე - მედიაციის ევოლუცია საქართველოში » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    დეკემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : რჯულის კაციდან მედიატორამდე - მედიაციის ევოლუცია საქართველოში
ნანახია: 843

რჯულის კაციდან მედიატორამდე - მედიაციის ევოლუცია საქართველოში
რჯულის კაცი;
მორევი;
შუამავალი;
ბჭე;
მედიატორი;
მეცქულარი - ეს ტერმინები ძველ ქართულში გვხვდება და ყველა მათგანი სხვადასხვა კუთხის შუამავლებს, მომრიგებლებს აღნიშნავს.
მათი მთავარი როლი მხარეების დავის მშვიდობიანად მოგვარება და ორივე მხარისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანაა.

ტრადიციები ძველი სახით მთაში დღესაც შემორჩა, ქალაქმა კი 21 საუკუნის შესაბამისი ფორმა არჩია და შუამავლობის ტრადიცია მედიაციის სამსახურის ფორმით ჩამოაყალიბა.
მთის ძველ ტრადიაციასა და ქალაქის ახალ სამსახურს ერთიდაიგივე დანიშნულება აქვს: შუამავალი - მედიატორი მოდავე მხარეებს სწორი კომუნიკაციის წარმართვასა და ურთიერთობის აღდგენაში ეხმარება და ამრიგად ხელს უწყობს მათ მორიგებას.
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოში მართლმსაჯულების დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების მიმართულებაა.
რუსუდან თუშური, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის მენეჯერი:
- საქართველოს სასამართლოებში საქმეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. შესაბამისად, მხარისთვის მართლმსაჯულების ეფექტიანად მიღება პრობლემად იქცა. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად ბევრ ქვეყანაში ძალიან ეფექტიანად იყენებენ დავის მოგვარების ალტერნატიულ მექანიზმებს - როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია. მედიაციაში დავის შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მხარეები თავიდან იცილებენ სასამართლოში ხანგრძლივი საქმის წარმოებას. არბიტრაჟის შემთხვევაში, საქმე ფაქტობრივად ერთი განხილვის ფარგლებში არსებითად წყდება, მისი გადასინჯვის უფლება კანონმდებლობით არის შეზღუდული. ჩვენი მიზანი საზოგადოებაში ცნობადობისა და დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების მიმართ ნდობის ამაღლება და მედიაციისა და არბიტრაჟის სფეროში მოქმედი სუბიექტების ინსტიტუციონალური გაძლიერება/განვითარება, მათთან თანამშრომლობა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესებაა.
იმის გასარკვევად, რა წარსული აქვს მედიაციას საქართველოში და ვართ თუ არა ქართველები მზად დავის მშვიდობიანად მოგვარებისთვის, პროგრამის ფარგლებში, კვლევა ჩატარდა. სოფო ტყემალაძემ სხვადასხვა წყაროები, ძველი მონაცემები შეისაწვლა და საქართველოს კუთხეების ტრადიციებს ადგილზე გაეცნო.

სოფო ტყემალაძე, მედიატორი, არბიტრი, ასისტენტ პროფესორი:
- ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა სად, როდის და რა ფორმით არსებობდა მედიაციის კულტურა საქართველოში. ამისთვის შევისწავლეთ ძველი წყაროები, ისტორიები, რამდენიმე კუთხეში პირადად ჩავედი და შევხვდი სოფლის უხუცესებს. აღმოჩნდა, რომ მედიაციის ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობს საქართველოში და სხვადასხვა მხარეში დამახასიათებელი ტერმინოლოგიით და ფორმით გამოიხატება. სვანეთში დღესაც არსებობს ეს ინსისტიტუტი და მხარეთა შერიგება სწორედ მედიატორს (სვანურად მორვალი) ევალება. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ქართველებს გვაქვს დავების მშვიდობიანად მოგვარების კულტურა. იმედი მაქვს, მედიაცია, თანამედროვე ფორმით, ჩვენს მოსახლეობაში წარმატებით დამკვიდრდება.

მედიაციის სამსახურის მომავალზე ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს სასამართლოს მედიატორი, ალექსანდრე წულაძე:
- ამ დროისთვის მედიაციის ცენტრებში მიმართვიანობის დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მოსარგებლე ადამიანების რიცხვიც გაიზრდება. მთავარია, სწორად მივაწოდოთ მოსახლეობას რას ნიშნავს მედიაცია. სხვადასხვა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე აქტიური მუშაობა და ვფიქრობ, მოსახლეობა ეტაპობრივად დაინახავს მედიაციის უპირატესობას.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა