Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  მედიაცია - დავების 90%-ს შეთანხმებით ასრულებს » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : მედიაცია - დავების 90%-ს შეთანხმებით ასრულებს
ნანახია: 773

მედიაცია - დავების  90%-ს  შეთანხმებით ასრულებს
გქონიათ უთანხმოება ახლობელთან და სიტუაციის მოსაგვარებლად თქვენი მეგობარი ან მეზობელი ჩარეულა? მესამე მხარემ სხვანაირად დაგანახათ ვითარება და მარტივი გამოსავალიც გიპოვიათ?
ეს დავის მოგვარების „შინაურული“ მეთოდია. იგივე პროცედურას ფორმალურად და პროფესიულ ენაზე მედიაცია ეწოდება.
მედიაცია ეს არის პროცესი, რომელიც დავის მშვდობიანი გზით მოგვარებას გულისხმობს და რომლის მიზანი მხარეთა ინტერესების გამოკვეთა და ამ ინტერესების დაკმაყოფილებისთვის მათთვის მისაღები შეთანხმების მიღწევაა.

როგორ მუშაობს მედიაციის სამსახური საქართველოში, სარგებლობს თუ არა მოსახლეობა ამ მომსახურებით და კონკრეტულად რა უპირატესობები აქვს მედიაციას, სასამართლოს მედიატორი ალექსანდრე წულაძე გვესაუბრა.

- ალექსანდრე, რას ნიშნავს დავის მედიაციის გზით მოგვარება და მუშაობს თუ არა საქართველოში ეს ინსტიტუტი?

- მედიაცია არის დავის მოგვარების პროცესი, რომლის დროსაც მედიატორი მხარეებს სწორი კომუნიკაციის წარმართვაში ეხმარება და ეს საშუალებას იძლევა, მხარეებმა ობიექტურად შეაფასონ რეალობა და დავა მშვიდობიანად, ორივე მხარის სასარგებლოდ გადაწყდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიაცია არის სტრუქტურირებული მოლაპარაკების პროცესი. ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოში 2012 წელს დაიწყო. ამ დროისთვის მოქმედებს სასამართლოს, კოლექტიური შრომითი დავების და რამდენიმე კერძო მედიაციის ცენტრები.

- როგორია ცენტრებში მომართვიანობა და რამდენად სარგებლობს ხალხი მედიაციის ინსტიტუტით?

- მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. ეს ბუნებრივია, საზოგადოება არ არის ინფორმირებული. მოსახლეობამ არ იცის მედიაციის უპირატესობების შესახებ.

- ავუხსნათ მოსახლეობას, რატომ უნდა მივმართოთ მედიაციას და არა სასამართლოს, რა ძირითადი უპირატესობები შეგვიძლია გამოვყოთ?

_ მედიაცია მხარეებს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, მედიაციას არ აქვს ფორმალური წესები და შეზღუდვები. სასამართლო კი კანონმდებლობით არის შებოჭილი. მედიაციის დროს პროცესსაც და შედეგსაც თავად მხარეები აკონტროლებენ. სასამართლოში კი მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. მედიაცია ნაკლებ ხარჯიანია და ნაკლებ დროს მოითხოვს. დავების 80% არასწორი კომუნიკაციის შედეგია, მედიაცია კი სწორი კომუნიკაციის ხელოვნებაა. მედიატორი უსმენს მხარეებს, იკვლევს დავის მიზეზს და მხარეებთან ერთად, ალტერნატიულ გამოსავალს პოულობს.

- მედიაციის პროცესი ყოველთვის ორივე მხარის კმაყოფილებით სრულდება?

- რა თქმა უნდა, არა. თუმცა, მედიაციის შედეგი განსხვავდება სასამართლოს შედეგებისგან. თუ სასამართლო დავა ერთ-ერთი მხარის გამარჯვებით სრულდება, მორიგებით დავის გადაწყვეტისას ორივე მხარე კმაყოფილია. ამას კონფლიქტის ორმხრივად მომგებიან დასასრულს უწოდებენ. მედიაცია ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებულია, მაშინაც კი თუ პროცესი შეთანხმებით ვერ დასრულდა. ამ დროს მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ თუ მშვიდობიანი შეთანხმება ვერ შედგა, დავის სასამართლოში გაგძელება სწორი არჩევანია.

- როგორ ფიქრობთ, მედიაცია გახდება თუ არა ქართველი ხალხისთვის დავის მოგვარების ალტერნატივა?

- სხვადასხვა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე აქტიური მუშაობა. ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საკმაოდ აქტიური კამპანია დაიწყეს. მათი მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობირების ამაღლება და ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. ვფიქრობ, საზოგადოება ნელ-ნელა გაერკვევა და დაინახავს მედიაციის უპირატესობას. ევროპაში მედიაცია დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. განვითარებულ ქვეყნებში დიდი კომპანიები მომხმარებელთან უთანხმოების დროს სწორედ მედიაციას მიმართავენ. ეს კარგ ტონადაც კი ითვლება. ამ დროს მომხმარებელსაც კმაყოფილს ტოვებენ და საკუთარ ინტერესებსაც იცავენ. საქართველოში მსგავსი მაგალითები ჯერ არ მახსენდება. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ მალე გადავეწყობით დავის მშვიდობიანად მოგვარების მეთოდებზე.


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა