Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  პროექტის „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ მეორე ეტაპი იწყება » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    სექტემბერი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : პროექტის „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ მეორე ეტაპი იწყება
ნანახია: 936

პროექტის „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ მეორე ეტაპი იწყება

აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში პროექტის „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ მეორე ეტაპი იწყება. ამის შესახებ 2016 წლის 26-27 ოქტომბერს ქ. ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“ ევროპულმა კომისიამ განაცხადა. აღნიშნულ კონფერენციაზე ახალი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ განხორციელებაზეც ისაუბრეს.

„მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ არის ევროპული მოძრაობა, რომლის ფარგლებში ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები ნებაყოფლობით კისრულობენ ვალდებულებას იმუშავონ ენერგოეფექტურობის დონის გაზრდაზე და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას. აღნიშნული ნებაყოფლობითი ვალდებულება ითვალისწინებს 2020 წლისთვის СО2-ის ემისიების შემცირებას მინიმუმ 20%-ით, „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში წვლილის შეტანას და სოცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. ცალკეული პროექტი „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ დაფუძნებულია სპეციალურად ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობისთვის. Pპროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო.

გენერალური დირექტორატის პროგრამების ხელმძღვანელის ვიოლა კალაბრეზეს განცხადებით, 2011 წელს დაწყებული აღნიშნული ინიციატივა აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში წარმოადგენს გლობალურ შეთანხმებას და ის გადადის მეორე ფაზაში. ხდება ენერგოეფექტურობაზე გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება ამ შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებში. მეორე ეტაპის დაწყება არის ახალი იმპულსი. კონკურსი პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში გამოცხადდება 2017 წლის დასაწყისში. ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტის საერთო თანხა შეადგენს 10 მლნ. ევროს. საგრანტო მექანიზმის დახმარებით, ევროკავშირი მხარს უჭერს დემონსტრაციულ პროექტებს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ უნდა მოხდეს მდგრადი ცვლილებების დანერგვა და დაფინანსება.

პროექტის მონაწილეები არიან საქართველო, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია და მოლდავეთი. შესაძლებელია ქალაქების ერთობლივი მუშაობა და საერთო განაცხადის წარდგენა გრანტის მისაღებად ერთი ქვეყნის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით. ასეთი პროექტები ითვალისწინებენ შენობების შეკეთებას, თერმოიზოლაციის განხორციელებას, ქუჩის განათებას, რევოლვერული ფონდების შექმნა და ა.შ.“

აღსანიშნავია, რომ გრანტების დაფინანსების მოცულობამ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული პროგრამისთვის „მერების შეთანხმება – დემონსტრაციული პროექტები“ 2013 წელს შეადგინა 12 მლნ. ევრო. პროგრამაში გაიმარჯვა რვა პროექტმა: ბელორუსიასა და მოლდავეთში (სამ-სამი თითო ქვეყანაში), საქართველოსა და სომხეთში (თითო-თითო პროექტი).

ექსპერტი გიორგი აბულაშვილი აცხადებს: „საგრანტო კონკურსი იძლევა შესაძლებლობას მერების შეთანხმების ხელმომწერმა ქალაქებმა მოიძიონ დაფინანსება. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის საკითხები და მიმართული უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში მუნიციპალური სტრუქტურის ადაპტაციაზე. ეს პროექტი შეიძლება შემუშავებული იყოს როგორც ერთი ქალაქის მიერ, ასევე ერთობლივად რამდენიმე ქალაქის მიერ. დედაქალაქს ექნება ნაკლები შანსი ფინანსების მიღებისთვის. ეს იქნება დემონსტრაციული პროექტი, რომელიც მიანიჭებს თითოეულ ქალაქს როგორც ტექნიკურს, ასევე საინჟინრო გამოცდილებას. აქცენტი იქნება გაკეთებული პატარა ქალაქების მიერ შემოთავაზებულ პროექტებზე. პროექტების დაფინანსება შეადგენს 400-600 ათას ევროს“.

საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილებების საკითხებზე წამყვანი სპეციალისტი აცხადებს, რომ უწყება უზრუნველყოფს, რომ ენერგიის და კლიმატზე ევროპული ინიციატივის მონაწილე ქალაქები შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ხელმომწერ ქალაქებს შორის არის 13 მუნიციპალური ერთეული, და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა პრობლემების მოგვარებაში. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი არის ახალი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისთვის. მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები ნებაყოფლობითია. ეს ვალდებულებები ასახულია მდგრად ენერგეტიკაზე მოქმედებების გეგმებში, რომლებიც მომზადებულია საქართველოს ქალაქების მიერ და წარდგენილია ევროკომისიის სამდივნოსთვის.

`კერძოდ, ჩვენმა უწყებამ მიიღო მონაწილეობა მოქმედებების გეგმის შემუშავებასა და დონორების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის პროცესში. პირველ რიგში უნდა მოხდეს არსებული ეკონომიკური და ადამიანური რესურსების შეფასება, დადგინდეს ენერგომოხმარების რა ტიპის პორტფელი არსებობს კონკრეტულ ტერიტორიაზე. მათი შეფასების შემდეგ მოხდება კონკრეტული ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიმართულებების განსაზღვრა~- განაცხადა სპეციალისტმა.







ლიკა ჟორჟოლიანი

_______________________________________________________________________________


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა