Deprecated: mysql_escape_string(): This function is deprecated; use mysql_real_escape_string() instead. in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/classes/mysqli.class.php on line 150  Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/bkge/domains/b-k.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 396  იძულებით გადაადგილებული პირების ბინის საკითხი საქართველოში » ბიზნესი და კანონმდებლობა
 
   
 
 
პოლიტიკა ბანკები და ფინანსები ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება სოფლის მეურნეობა კანონმდებლობა საზოგადოება შოუ ბიზნესი ფოტოგალერეა
 
კალენდარი
«    ივლისი 2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
ნიუსების არქივი
 
გამოკითხვა
 
მოგვწერეთ
მთვლელები
 
 

საზოგადოება : იძულებით გადაადგილებული პირების ბინის საკითხი საქართველოში
ნანახია: 982

იძულებით გადაადგილებული პირების ბინის საკითხი საქართველოში

ჯერ კიდევ 20 წლის წინ საქართველოში დევნილებსა და მსგავსი ბედის მქონე სხვადასხვა გარემოებების, მათ შორის კონფლიქტების და დეპორტაციის გამო იძულებით გადადგილებულ პირებზე ინფორმაცია არ არსებობდა. მაგრამ, ბოლო 20 წელიწადში იძულებითი მიგრაციის პროცესებმა საქართველოში მიიღეს მასშტაბური ხასიათი და გახდნენ თანამედროვე საქართველოს რეალობის ნაწილი, ქვეყნის თავისებური სავიზიტო ბარათი, რომელიც მოქმედებს ახალგაზრდა სახელმწიფოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე.

1990 წლებში საქართველოში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა გამოიწვიეს აფხაზეთიდან (1992–1993 წწ.) და ცხინვალის რეგიონიდან (1989–1992 წწ.) მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება. საომარი აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოში დამატებით 26000 ადამიანმა მიიღო იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი საკუთარ ქვეყანაში.
იძულებით გადაადგილებული პირების (იგპ) უმრავლესობა ცხოვრობს სამეგრელოს რეგიონში, კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გორის რაიონში, იმერეთის რეგიონში და თბილისში, ხოლო დარჩენილი ნაწილი გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დღეს თბილისში ხორციელდება „მდგრადი განსახლების“ პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს იგპ–ებისთვის საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებას და ასევე დევნილთა ოჯახების მიერ ამჟამად დაკავებული დროებითი საცხოვრებელი ადგილების პრივატიზაციას.
როგორ ხდება იგპ–ების „ბინის საკითხის“ დარეგულირება? ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია ჰუმანიტარული საქველმოქმედო ფონდ „აფხაზეთის“ მიერ ჟურნალისტებისთვის ორგანიზებული ტურის პროცესში.
იძულებით გადაადგილებული პირების ბინის საკითხი საქართველოში
ეს ორგანიზაცია მუშაობს მთელ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ., ევროსაბჭოს, დანიის დევნილთა საბჭოს, UNDP–ის) ხელშეწყობით.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს მასშტაბურ ორწლიან პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.

ორგანიზაციის ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენს 4 ათას ადამიანს. პროექტი გრძელდებოდა 19 თვის განმავლობაში საქართველოს 7 რეგიონში, მათ შორის ორ ოკუპირებულ ზონაში (აფხაზეთი და ახალგორის რაიონი). ბენეფიციარები იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ეკომიგრანტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო და უნარშეზღუდული ვეტერანები.

პროექტის მთავარი მიზანია ეკონომიკური პოტენციალის განვითარება, კერძოდ საარსებო წყაროებთან ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადვოკატირების კამპანიის ეფექტური მართვა და შესაძლებლობების განვითარება. ადვოკატირების თემა უმნიშვნელოვანესია იგპ–ებისთვის. ფონდის რეკომენდაციების და მხარდაჭერის დახმარებით ძლიერდება თემი, რაც ხელს უწყობს უფრო მარტივად პრობლემების მოგვარებას.

იძულებით გადაადგილებული პირების ბინის საკითხი საქართველოში

დევნილთა დასახლებებში „მდგრადი განსახლების“ პროგრამის განხორციელების შედეგად გამოიკვეთა ახალი სერიოზული პრობლემები.
ერთ–ერთი ასეთი პრობლემაა იგპ–ების ინტეგრირება საზოგადოებაში. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილები მეტნაკლებად ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ საზოგადოებაში. მაგალითისთვის ავიღოთ კურორტი წყალტუბო. ამ ზონაში სულ ცხოვრობს 5000 დევნილი და 7 000 ადგილობრივი მოსახლე, მაგრამ არც ერთი დევნილი არ არის დასაქმებული ადგილობრივ საკრებულოში ან სკოლის პედაგოგად.

რეალურად, დევნილების უფლებები არ არის დარღვეული და აღნიშნულის ინდიკატორი არის ის, თუ რამდენად აქტიურნი არიან და რა სოციალურ სტატუსს იკავებენ დევნილები. მიუხედავად იმისა, რომ დევნილები ამ რეგიონში ცხოვრობენ 23 წელზე მეტი, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში ვერ მოხერხდა.

ამიტომ, დევნილთა ახალ დასახლებებში საქართველოს ხუთ ქალაქში ფონდის დახმარებით დაიწყო სათემო ორგანიზაციების ფორმირება. აღნიშნულის მიზანია შეუწყონ ხელი ახალგაზრდა თაობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიმდინარე პრობლემების მოგვარებაში. ასევე გამოიკვეთა ცხოვრების პირობებთან დაკავშირებული პრობლემები.

2012 წლიდან წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე აშენდა დევნილთა ახალი დასახლება. აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ენთაზ ბერიძე, პროფესიით მშენებელი, მიიჩნევს, რომ 10 კორპუსის ასაშენებლად ადგილის არჩევა მოხდა არასწორად. მისი განცხადებით, სახლები აშენებულია ხევში, სადაც ძალიან ახლოს მიედინება შიდა თერმული წყლები. კორპუსების კედლები არის თხელი და მათ არ აქვთ თერმომდგრადობა. აუცილებელია კედლების ჰერმეტიზაცია, რისთვისაც საჭიროა 1600 000 ლარის დაფინანსება. ფოთში და ბათუმში უკვე შესრულებულია ეს სამუშაოები ანალოგიურ დასახლებებში, ხოლო წყალტუბოში ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე, მათთან ხორციელდება ადვოკატირების პროექტი და სავარაუდოდ ეს პრობლემა მოგვარდება 2017 წელს. იგპ–ებმა გააგზავნეს მიმართვა ყველა ინსტანციაში.

შენობების რემონტის პრობლემა ასევე აწუხებს ქ. ქუთაისში, ხარებავას ქ. #52–ში მცხოვრებ დევნილებს.
აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ დევნილები კოდორის ხეობიდან, რომლებიც გახდნენ დევნილები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ. შენობა გარემონტდა და გადაეცა დევნილებს. შენობაში მცხოვრები რაისა ხაჭვანი აცხადებს: „აღნიშნულ შენობას ვერ დავარქმევდი საცხოვრებლად ვარგის შენობას, ვინაიდან საძინებელი ოთახების უმრავლესობა ფანჯრების გარეშეა, ანუ წარმოადგენენ შიდა ოთახებს ფანჯრის გარეშე. სახურავი იჟონება. ასევე პრობლემატურია კანალიზაციის სისტემა. ჩვენ მივმართეთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს და შემოგვთავაზეს სარემონტო სამუშაოების ღირებულების 30%–ის დაფარვა. ამ შენობაში ძირითადად ცხოვრობენ პენსიონერები და სოციალურად დაუცველი პირები. ასევე ერთ–ერთი პრობლემაა სამშენებლო ნარჩენების პოლიგონის არსებობა ჩვენი შენობის უკან. იმ ადგილას ადრე იყო სპორტული დარბაზი. შენობა გაიყიდა, ხოლო ინვესტორმა დაშალა შენობა ნაწილებად და დატოვა სამშენებლო ნარჩენები. იმ ადგილებში ბინადრობენ ქვეწარმავლები და ჩვენ გვეშინია ბავშვების გამო.“

ახალი დასახლებების აშენებისას სახელმწიფომ არ იზრუნა საბავშვო ბაღებით მათ უზრუნველყოფაზე. ასეთი სახის პრობლემა შეიქმნა ბათუმში, ფოთში და ზუგდიდში არსებულ დევნილთა ახალ დასახლებებში.

ქ. ზუგდიდში, რ. ლაღიძის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრები კახა ჯინჯოლია აცხადებს: „ჩვენს დასახლებაში ცხოვრობს აფხაზეთიდან 320 იძულებით გადაადგილებული პირი. ახალი ბინები წინა წლის მაისში მივიღეთ. ჩვენს დასახლებაში ცხოვრობს სკოლამდელი ასაკის 179 ბავშვი და მხოლოდ 39 დადის ბაღში. შარშან ერთ–ერთი ბავშვი, რომელიც დარეგისტრირდა ახლომდებარე ბაღში, რამოდენიმე დღეში გაირიცხა, რაც აიხსნა ადგილების უკმარისობით".

საკმაოდ მწვავედ დგას იძულებით გადაადგილებულ პირთა უმუშევრობის საკითხი, აღენიშნება შრომითი მიგრაციის მაღალი ინტენსიურობა. მათი უმრავლესობა ეძებს სამსახურს მეზობელ ქვეყნებში.

კონფლიქტის ზონიდან გადაადგილებული მოსახლეობის უმრავლესობა, ტრადიციულად, დასაქმებული იყო სასოფლო–სამეურნეო სექტორში. ამჟამად ისინი არიან უმუშევრები და არ აქვთ წვდომა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებთან. ფონდმა „აფხაზეთი“ ჩაატარა გამოკვლევა, რომლის თანახმად ახალ დასახლებებში მცხოვრები დევნილების 92% იყო დასაქმებული სასოფლო–სამეურნეო სფეროში და ახლა მხოლოდ 8%–ს აქვს წვდომა მიწასთან.

ქ. ზუგდიდში არსებულ დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ელგუჯა კვარაცხელია აცხადებს: „დასახლებასთან ახლოს არის უამრავი სახელმწიფოს კუთვნილი ცარიელი მიწის ნაკვეთი. ეს მიწები გამოუყენებელია, მაგრამ ვარგისია მეცხოველეობისთვის. იჯარით მათი გადაცემის შემთხვევაში, ჩვენს დასახლებაში ნაწილობრივად მოიხსნება უმუშევრობის პრობლემა“.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაპო მილორავა აცხადებს: „მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს უამრავი პრობლემა, ადვოკატირების პროექტის მეშვეობით დევნილებმა იციან, თუ ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის და რა ფორმით. პროექტის ფარგლებში ყველა რეგიონში არსებობს კოორდინატორი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობს დევნილებთან და ეხმარება მათ უამრავი პრობლემის დარეგულირებაში. პროექტი მუშაობს დევნილთა ახალ დასახლებებში.“
როგორც აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა: „თუ ჩვენ არ დავეხმარებით მათ დღეს, ხუთ წელიწადში ასეთი დასახლებები მიიღებენ გეტოს სახეს, ანუ შეიქმნება გადაადგილებულ პირთა დაჯგუფებები, რაც არ არის არსებობის ეფექტური საშუალება. დღესდღეობით ხალხმა მიიღო ახალი საცხოვრებელი, მაგრამ მათ კვლავ არ აქვთ შემოსავალი ან განათლებასთან წვდომა. და თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ საცხოვრებლით, იგი ასევე ვალდებულია იზრუნოს ამ ადამიანების დასაქმებაზე. რეალურად, ამ დასახლებებში ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მარჩენალდაკარგულები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა. 1998 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოსგან ითხოვენ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო სტრატეგიის შექმნას, რომელიც შეეხებოდა მათ განვითარებას და განსახლებას, და შედეგად 2007 წელს ეს სტრატეგია შეიქმნა, მაგრამ ამ ეტაპზე მოითხოვს განახლებას. მაგალითად, უნდა შეიცვალოს განსახლებისას არჩევის კრიტერიუმები. შესაძლებელია ოჯახების რაოდენობის შემცირება, 20–მდე დაყვანა თითეულ კონკრეტულ ადგილას და ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი განსახლება ან ახალგაზრდა ოჯახებისთვის განსახლების პროგრამის შემუშავება. ჩვენი პროექტის ფარგლებში დავაფინანსეთ 475 ადამიანის ბიზნეს იდეები. მათ მიეცათ გრანტები 500, 2000, და 4000 ევროს ოდენობით. ჩვენ გამოვიყენეთ სტიმულირების მექანიზმი 44 მცირე საწარმოსთვის. ასევე შევქმენით ხუთი ბიზნეს საინფორამციო ცენტრი ხუთ ქალაქში. მაგრამ, ძალზედ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემის ჩართვა; ამის შედეგად, ფონდმა დააფინანსა ერთობლივი იდეები მცირე ბიზნესის შესაქმნელად და უკვე არსებული ბიზნესისთვის. ჩვენს პროექტში მონაწილეთა 30% წარმოდგენილია ადგილობრივი თემით".

ცენტრ "აფხაზეთში" აღნიშნეს, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევით გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 80% დამოკიდებულია სოციალურ შემწეობაზე. ანუ კითხვარში, რომელიც შეიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლებასთან წვდომა, მიწით სარგებლობა, ბიზნესის განვითარება, გამოკითხულთა უმრავლესობა პრიორიტეტად თვლის სოციალური შემწეობის გაზრდას სახელმწიფოს მხრიდან. შემდეგ მოდის სოციალური პასიურობა, ინიციატივის არარსებობა და გარე დახმარებაზე მათი დამოკიდებულება.
ამჟამად, იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ კანონი ითვალისწინებს ფინანსურ შემწეობას 45 ლარის ოდენობით თვეში იმ დევნილთათვის, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 1250 ლარს თვეში.

დღესდღეობით კიდევ დარჩა იგპ–ების კოლექტიური განსახლების ადგილები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს უმძიმეს პირობებში საცხოვრებლად გადაკეთებულ სათავსოებში და ასევე კოლექტიური განსახლების ცენტრებში (სანატორიუმები, დასვენების სახლები და სხვა). სამუშაოდ უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი ტოვებს საკუთარ ოჯახს და გადადის უფრო მსხვილ ქალაქებში. მიუხედავად ამისა, იძულებით გადაადგილებული პირების მცირე ნაწილმა მოახერხა საკუთარი ცხოვრების დალაგება ახალ ადგილას, მაგრამ მათი უმრავლესობა კვლავ დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ გაცემულ შემწეობაზე.

დევნილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში დარეგისტრირებულია 265 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი (დაახლოებით 6%).


 
  ბეჭდვა
 
 
 

ვალუტის კურსი

რეკლამა
 
 
Copyright © ბიზნესი და კანონმდებლობა